პირობით მსჯავრდებულთა საზოგადოებაში რეინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, 2014 წლის 24 იანვრიდან 24 თებერვლის ჩათვლით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ატარებს აქციას, რომლის ფარგლებშიც სრულწლოვან პირობით მსჯავრდებულებს შესაძლებლობა ექნებათ განაცხადის შევსებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში უფასოდ აიღონ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა.
თბილისში პირადობის მოწმობა უფასოდ გაიცემა შემდეგ მისამართებზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-10 კმ. (აღსრულების ეროვნული ბიურო) და ვაჟა-ფშაველას გამზ. #1(საქართველოს ეროვნული არქივი);
მზა დოკუმენტების მიღება შესაძლებელია იუსტიციის სახლში. რეგიონებში პირადობის მოწმობა გაიცემა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და იუსტიციის სახლის ფილიალებში.

























































