“საქართველოში არსებული ბიზნესგარემო გააცნო ქართულმა დელეგაციამ დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ამერიკული კომპანია AGCO-ხელმძღვანელობას.
ქართულმა დელეგაციამ AGCO -ს პრეზიდენტთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან გამომდინარე საქართველოში წარმოების დაწყების პერპექტივა განიხილა, რაზეც მარტინ რიხენჰაგენმა თანხმობა გამოთქვა. შეხვედრაზე ასევე განიხილა საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტის გაზრდა.
კომპანია AGCO მომხმარებელს სთავაზობს ტრაქტორების, კომბაინების, სათივე ინსტრუმენტების, სასხურებლების, საფურაჟე და ნიადაგის დამამუშავებელი მოწყობილობების, ინვენტარ-ინსტრუმენტების, მარცვლეულის შესანახი და ცილის წარმოების სისტემების მთლიან კომპლექტებს.
როგორც მსოფლიოს უდიდეს მწარმოებელს, ფოკუსირებულს მხოლოდ და მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა-დანადგარებზე, AGCO-ს უნიკალური შესაძლებლობები აქვს სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის ზრდისათვის, კვების პროდუქტებით მომმარაგებელი პროფესიონალი ფერმერებისათვის მაღალ ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების მიწოდების საშუალებით,” _ ნათქვამია განცხადებაში.






























































