სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, უწყების მიზანია ქართული ლიტერატურის საერთაშორისო ბაზარზე გატანა და მსოფლიოში ქართული მწერლობისა და პოეზიის პოპულარიზაცია.
_ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ქართული ლიტერატურის უცხო ენაზე თარგმნა და გამოცემაა, _ აღნიშნავენ სამინისტროში.
ნოდარ დუმბაძის პირველი ლექსები თსუ-ს სტუდენტურ ალმანახში დაიბეჭდა. 1950 წლიდან მისი ლექსები და იუმორისტული მოთხრობები სისტემატურად იბეჭდებოდა ქართულ პრესაში. მოთხრობების პირველი კრებული „სოფლელი ბიჭი” გამოქვეყნდა 1960 წელს. მწერალს აღიარება პირველივე რომანებმა მოუტანეს. რომანებისა და მოთხრობებისათვის 1975 წელს მიენიჭა რუსთაველის პრემია. ნოდარ დუმბაძის თხზულებები თარგმნილია რუსულ უკრაინულ, მოლდავურ, სომხურ,აზერბაიჯანულ, ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, ესპანურ, პოლონურ, იაპონურ, თურქულ, არაბულ და სხვა ენებზე. დუმბაძეს ეკუთვნის ლექსებისა და მოთხრობების რამდენიმე კრებული.































































