_ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს სახელმწიფო დეპარტამენტში დაუდასტურეს, რომ მათ საქართველოს შესახებ ე.წ. “მოგზაურთა გაფრთხილება” არ გამოუციათ.
როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, ოფიციალურ საიტზე state.travel.gov განთავსებული ინფორმაცია, მათ შორის საქართველოს შესახებ, ყოველწლიურად, ზაფხულის პერიოდში ახლდება და ბოლო წლების განმავლობაში მოიცავს მხოლოდ მკაცრ გაფრთხილებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოგზაურობის შესახებ, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს ორი რეგიონი – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და მასზე საქართველოს ხელისუფლების კონტროლი არ ვრცელდება. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნავენ სხვა რაიმე სახის გაფრთხილება, რომ მოქალაქეებმა თავი აარიდონ საქართველოში მოგზაურობას არ გამოცემულა, _ აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.






























































