“მათი მოთხოვნებიც და ქმედებებიც არათანმიმდევრული და არაკორექტულია. როცა საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ჩატარებას ითხოვ და მერე ამ სხდომას არ ესწრები, რა უნდა ვუწოდოთ ამ საქციელს თუ არა უპასუხისმგებლობა. საკრებულოს უმცირესობა, ნაცვლად იმისა, რომ საქმიანი შემოთავაზებებითმიმართოს უმრავლესობას და კონსულტაციებმა შედეგი გამოიღოს, ისევ პოლიტიკური ბრალდებებით არის დაკავებული და რეალურ ნაბიჯებს არ დგამს”.
ზაზა გაბუნია ამბობს, რომ ბიუჯეტის ჩაგდების არანაირი სცენარი არ არსებობს და თუ უმრავლესობა მხარს არ უჭერს დოკუმენტს ამ ფორმით, მხოლოდ და მხოლოდ იმ დარღვევების გამო, რომელსაც ეს ფინანსური დოკუმენტი შეიცავს. ფრაქციის თავმჯდომარე აცხადებს, რომ თავად მხოლოდ მაშინ დაუჭერს მხარს ბიუჯეტს, როცა ლეგიტიმური შენიშვნები აღარ იქნება.
“ბიუჯეტის მხარდაჭერის პროცესს თავად “ნაციონალური მოძრაობა” აფერხებს და ართულებს. მოხსნან ყველა საკითხი, რომელიც პოლიტიკურ კორუფციას უკავშირდება და ბიუჯეტიც მიღებული იქნება”.
ცნობისთვის, თბილისის საკრებულოში გუშინ გამართულ რიგგარეშე სხდომას საკრებულოს უმცირესობა არ დასწრებია.






























































