“პერიოდულად გამოქვეყნებულ მონაცემებში შემცირებულია დანაშაულის რაოდენობა, რასაც ადასტურებს პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები, სადაც აღძრული საქმეების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება აღნიშნულ სტატისტიკას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მონაცემებით, თბილისში 2013 წელს ყაჩაღობის 184 ფაქტი მოხდა. პარალელურად, საქართველოს პროკურატურა აქვეყნებს მონაცემებს, რის საფუძველზეც, 2013 წელს, მთელს საქართველოში სამართლებრივი დევნა, ყაჩაღობის 261 ფაქტზე მოხდა. ამის მიხედვით, თბილისში 184 ყაჩაღობიდან 67 ფაქტი გაიხსნა და შესაბამისად, სამართლებრივი დევნაც ამ 67 ფაქტზე განხორციელდა. გამოდის, რომ დანარჩენ საქართველოში ან საერთოდ არ ხდება დანაშაულიან დანაშაულის გახსნის შსს-სსტანდარტებით რომ ვიხელმძღვანელოთ, თბილისის გარეთ, 2013 წელს 160-170ყაჩაღობა დაფიქსირდა, საიდანაც მხოლოდ 77 ფაქტზე დაიწყეს სისხლის სამართლებრივი დევნა და შესაბამისად მათი გახსნა.
წინა წლების სტატისტიკის მიხედვით, დანაშაულის 50%სწორედ დედაქალაქზე მოდიოდა, ამ სტატისტიკის მიხედვით კი, საქართველოს რაიონებში, თერთმეტი თვის განმავლობაში ყაჩაღობის 3, 4 ან 5 ფაქტი მოხდა”, _ ნათქვამია განცხადებაში.
საყვარელიძე აცხადებს, რომ აღსდგა მოქალაქეების შეცდომაში შეყვანის ძველი ტრადიცია და “შსს ურცხვად ატყუებს საზოგადოებას”.

































































