აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ანი წითლიძე აცხადებს, რომ ისინი მხარს უჭერენ უკრაინელებს და გამძლეობას უსურვებენ. მისი თქმით, ის პროცესები, რაც უკრაინაში მიმდინარეობს მნიშვნელოვანია დემოკრატიული ცივილიზაციის განვითარებისთვის მთელ ევროპაში.
აქციის მონაწილეებმა დაგმეს უკრაინის მთავრობის ძალადობა. ზუგდიდლებს სენაკიდან ჩასული მხარდამჭერებიც შეუერთდნენ.
































































