ყველაზე მეტი ჯილდო მიიღო სამეცნიერო-ფანტასტიკურმა ფილმმა “გრავიტაცია”, რომელშიც მთავარ როლს სანდრა ბალოკი ასრულებს, საუკეთესო ფილმად კი აღიარეს ბრიტანელი რეჟისორის სტივ მაქქუინის ფილმი “მონობის 12 წელი” _ მთავარ როლში მაიკლ ფასბინდერი.
“მონობის 12 წელს”, რომელიც 13 ნომინაციაზე იყო წარდგენილი, საფუძვლად დაედო აფროამერიკელი სოლომონ ნორტალის ავტობიოგრაფია _ ნორტალი მოიტაცეს და მონად გაყიდეს აშშ-ში. მისი როლი ჩივეტელ ეჯიოფერმა შეასრულა, ბოროტი გმირი კი მაქქუინის საყვარელმა მსახიობმა მაიკლ ფასბინდერმა ითამაშა. ფილმში ბრედ პიტიც გამოჩნდა ეპიზოდურ როლში.
კრიტიკოსებმა საუკეთესო რეჟისორად აღიარეს “ოქროს გლობუსის” მფლობელი, ფილმ “გრავიტაციის” რეჟისორი ალფონსო კუარონი. ამ ნომინაციის გარდა, “გრავიტაციამ” გაიმარჯვა კიდევ ექვს ნომინაციაში, მათ შორის, საუკეთესო ოპერატორი საუკეთესო სპეცეფექტები.
საუკეთესო მამაკაცი მსახიობი გახდა მეთიუ მაკკონაჰი როდ ვუდრუფის როლისთვის ფილმში “მყიდველთა კლუბი დალასში”, საუკეთესო ქალი მსახიობი კი ქეით ბლანშეტი, რომელმაც ითამაშა ვუდი ალენის ფილმში “ჟასმინი”. მეორეხარისხოვანი როლების საუკეთესო შემსრულებლებად აღაირეს ჯარედ ლეტო (“მყიდველთა კლუბი დალასში”) და ლიულიტა ნიონგო (“მონობის 12 წელი”).
კრიტიკოსების აზრით, ლეონარდიო დი კაპრიო 2013 წელს იყო საუკეთესო კომედიური მსახიობი მამაკაცი ფილმში “უოლსტრიტი მგელი”, ხოლო საუკეთესო კომედიური მსახიობი ქალი ემი ადამსი (“აფიორა ამერიკულად”).
საუკეთესო უცხოურ ფილმად დასახელდა ფრანგი რეჟისორის აბდელატიფ ქეშიშის ფილმი “ადელის ცხოვრება”.