საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში შევლენ: საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია.
საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ისრაელის მთავრობათაშორისი ერთობლივი ეკონომიკური კომისიის დამფუძნებელ მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონიალში.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდება ისრაელის პრეზიდენტს შიმონ პერესს, პრემიერ მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს, საგარეო საქმეთა მინისტრს ავიგდორ ლიბერმანს.
ოფიციალური შეხვედრების დაწყებამდე, ირაკლი ღარიბაშვილი დაათვალიერებს ჰოლოკოსტის მუზეუმს და ყვავილების გვირგვინით შეამკობს იერუსალიმის მთაზე მდებარე ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალს – “იად ვაშემი.” ასევე პრემიერ-მინისტრი ისრაელის ეროვნულ ფონდს ესტუმრება და ხის დარგვის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved