მინისტრმა ელჩთან გერმანია-საქართველოს ურთიერთობები და ამ მიმართულებით არსებული პრიორიტეტები განიხილა.
ლადო ჭანტურიას განცხადებით, გერმანიას მნიშვნელოვანი როლი აქვს ევროსტრუქტურებთან საქართველოს დაახლოების პროცესში, ეს მხარდაჭერა კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის პერიოდში. როგორც ელჩმა აღნიშნა გერმანია მზად არის დაეხმაროს საქართველოს ამ მიმართულებით. მინისტრთან შეხვედრის დროს ასევე განიხილეს მიუნხენის კონფერენცია და მასში საქართველოს დელეგაციის მონაწილეობასთან დაკავშირებული საკითხები.