სალათის მოსამზადებლად საჭიროა:
300 გრამი ქათმის ფილე; ერთი თავი ხახვი; მთლიანი ქამა სოკოები, 200 გრამი; ათამდე პატარა კიტრის მარინადი; ერთი სტაფილო; 5 სუფრის კოვზი ტკბილი დაკონსერვებული სიმინდი; 2 კვერცხი; ორი კბილი ნიორი; მწვანილი გემოვნების მიხედვით; დაფქვილი წიწაკა, შავი წიწაკის მარცვლები; მაიონეზი, მარილი და რაფინირებული მცენარეული ზეთი.
ქათმის ფილე მოვხარშოთ და დავჭრათ პატარ-პატარა კუბიკებად. ქამა სოკო კარგად გავრეცხოთ, გავაშროთ და დავჭრათ გრძელ ნაჭრებად. ხახვი დავჭრათ, სტაფილო მსხვილად გავხეხოთ, კიტრი პატარა კვადრატებად დავჭრათ, ორი კვერცხი მოვხარშოთ და ისიც დავჭრათ. ტაფაზე მოვშუშოთ ხახვი და სტაფილო, ქამა სოკო ცალკე შევწვათ.
სალათი სასალათეში ფენებად უნდა ჩავაწყოთ:
_ ქათმის ხორცის ნახევარი, მარილი, შავი წიწაკის მარცვლები და ცოტა მაიონეზი;
_ მწვანილი, დაჭრილი ნიორი, დაფქვილი წიწაკა;
_ კიტრის მარინადის ნახევარი და მაიონეზი;
_ ქამა სოკოს ნახევარი და მაიონეზი;
_ მწვანილი, ნიორი;
_ სტაფილო, ხახვი და ცოტა მაიონეზი;
_ მწვანილი, ნიორი და კიტრი;
_ ქათმის ხორცი, მარილი, შავი წიწაკის მარცვლები, მაიონეზი;
_ ქამა სოკო და მაიონეზი;
_ მწვანილი და ნიორი;
_ სიმინდი და მიონეზი;
_ კვერცხი.
სალათი ზემოდან მოვრთოთ მაიონეზით, ქამა სოკოთი და მწვანილით.