შალამბერიძე ამბობს, რომ ღატაკი ქვეყნის მინისტრები 47 ათას დოლარიან მანქანებში არ უნდა ისხდნენ.
_ პრემიერ მინისტრის ინიციატივით მთავრობის მიერ სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და ავტომანქანების შესყიდვის ახლად დამტკიცებული წესების მიხედვით, საქართველოს ღატაკი მოსახლეობის მინისტრები და მინისტრის მოადგილეები კვლავ ძვირადღირებულ მანქანებში ისხდებიან. თუ მსოფლიო პრაქტიკას გადავხედავთ, ჩვენსავით პატარა, მაგრამ შეძლებული ქვეყნების მთავრობები თავს უფლებას არ აძლევენ ამ საკითხში ბიუჯეტის ეკონომია არ გააკეთონ. მაგალითად, ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა ბულგარეთი, მოლდავეთი, ესტონეთი, ირლანდია, ისრაელი, ლაოსი, ლატვია, მონტენეგრო, დანია, ნორვეგია მინისტრებისა და მათთან გათანაბრებული ოფიციალური პირები იყენებენ ძირითადად ტოიოტა კამრის, კოროლას, აუდი ა6-ს, შკოდას, მერსედეს ბენც – ე კლასს, ვოლვო ს 80-ს და ფოლკსვაგენ პასატს. ამდენად მინისტრები, თუ 47 ათას დოლარიან მანქანებში არ ისხდებიან და ბევრად იაფფასიანი ავტომობილებით განახორციელებენ მათზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, ამით ისინი უკეთესად იზრუნებენ ჩვენი ღატაკი მოსახლეობიდან ამოღებული ბიუჯეტის სახსრების ყაირათიან გამოყენებაზე და მოსახლეობის პრობლემებისა და მათი სიღატაკიდან ამოყვანის უმწვავესი საკითხების გადაწყვეტაზე. “თავისუფალი საქართველო” მოუწოდებს პრემიერ მინისტრს გადახედოს მანქანების ფასების საკითხს და კიდევ უფრო (2 – ჯერ) გააიაფოს სახელმწიფო თანამდებობის პირების ხარჯები. ამით მინისტრებს არც “ჩინ მედლები” მოაკლდებათ და არც გადაადგილების პრობლემა არ შეექმნებათ, _ აღნიშნავს შალამბერიძე.