სსიპ “იურიდიული დახმარების სამსახურის” საბჭოში სახალხო დამცველმა სამი წევრი უნდა წარადგინოს. ერთი მათგანი უნდა იყოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელი, ხოლო ორი მათგანი შეირჩევა ღია კონკურსის წესით ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მუშაობის, ან/და პედაგოგიური/სამეცნიერო საქმიანობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილების გათვალისწინებით.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან “იურიდიული დახმარების სამსახურის” საბჭოს ერთ-ერთ წევრად კონკურსის წესით შერჩეულია ეკატერინე ფოფხაძე.