საჭიროა:
ცომისთვის _ 200 გრამი ნაღების კარაქი ან მარგარინი; 200 გრამი შაქარი; 2 ჩაის კოვზი ვანილიანი შაქარი, 3 კვერცხი; 250 გრამი არაჟანი ან კეფირი; 400 გრამი ვაშლი; 2 ჩაის კოვზი დარიჩინი (შეგიძლიათ არ დაუმატოთ); 2 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი (ან 1 ჩაის კოვზი ჩამქრალი სოდა); 300-350 გრამი ფქვილი.
სოუსისთვის _ 300 გრამი რძე; 3 კვერცხის გული; 150 გრამი შაქარი, 2 ჩაის კოვზი ვანილის შაქარი; 2 სუფრის კოვზი სახამებელი.
მაფინების მომზადება:
გარეცხეთ ვაშლი, გამოაცალეთ გული, დაჭერით კუბებად; დაუმატეთ დარიჩინი და აურიეთ; კარაქი გახეხეთ შაქართან და ვანილიან შაქართან ერთად; დაამატეთ კვერცხი და აურიეთ; დაამატეთ არაჟანი და აურიეთ; დაუმატეთ ვაშლი, აურიეთ; დაუმატეთ საფუარი, ფქვილი და აურიეთ.
ცომი ჩადეთ კარაქ ან ზეთწასმულ ფორმებში (ფორმები შეავსეთ 2/3-ზე).
შედგით 180 გრადუსზე გაცხელებულ ჰაერღუმელში და გამოაცხვეთ 30-35 წუთის განმავლობაში.
სოუსის მომზადება
რძე მივიყვანოთ ადუღებამდე; კვერცხის გული გასრისეთ შაქართან და ვანილიან შაქართან ერთად; დაუმატეთ სახამებელი და აურიეთ; დაუმატეთ ცხელი რძე და აურიეთ; ჩადგით მასა წყლიან თასში; გააცხელეთ და თან ურიეთ მანამ, სანამ მასა არ გასქელდება.
ცივ მაფინებს მოასხით სოუსი და მიირთვით ხილთან, შოკოლადთან ერთად.