საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება იტალიურ მხარესთან. იტალიის ოფიციალური პოზიცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით რჩება მტკიცე და ურყევი. აქედან გამომდინარე, ე.წ. “შეთანხმების” გაფორმების ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს იტალიის საგარეო უწყებას რეაგირებისა და სათანადო ზომების მიღების თხოვნით.