ქართული მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ, ხოლო ისრაელის მხრიდან – ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ავიგდორ ლიბერმანმა.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ პრემიერ- მინისტრის ვიზიტის პარალელურად, ისრაელში გაიმართა ერთობლივი ეკონომიკური კომისიის პირველი სხდომა, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების თავმჯდომარეობით. კომისიის სხდომაში მონაწილეობდნენ საქართველოსა და ისრაელის ეკონომიკური პროფილის სამინისტროებისა და სხვა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები.
კომისიის სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ შემდეგი სხდომა მომავალ წელს საქართველოში გაიმართება.