“ამ დღეებში, ლანჩხუთის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ქ-მა მაკა კვირკველიამ პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარე “ნაციონალებს” სამსახურებში აბრუნებენო. ამასთან დაკავშირებით, ვაკეთებ შენიშვნას:
ვფიქრობ ქ-ნი “თავმჯდომარის” განცხადება არა თუ სიმართლე არაა მეტიც, სრულიად ამოვარდნილია როგორც კოალიციის, ასევე, საკუთრივ, “ქართული ოცნების” პოლიტიკური ინტერესებიდან. როგორც ვაჟა ამბობს: “უკუღმა მიჰყავს ბორანი”. რიტორიკული კითხვა: საჭიროა კი ასეთი ფრაქცია?”
ჩემს ამ შეკითხვაზე პასუხი არ ჩანს, როგორც ილია იტყოდა: “არსაიდა ხმა, არსით ძახილი!” არ მიკვირს, ყოფილი ნაციონალებით დაკომპლექტებული და წვრილმან, მერკანტილურ მიზნებზე დაფუძნებული ფრაქციის დაცვა ძნელია. თუმცა, ქ-ნი მაკა კვირკველია ფარ-ხმალს არ ყრის და გაღმა შეედავეს პრინციპით მოქმედებს, მაგრამ ხომ გაგიგონიათ: მოვიდა სეტყვა, დახვდა ქვა.
ველოდები,რომ “ქართული ოცნების” ლანჩხუთის ორგანიზაცია დროს და ვითარებას აცდენილი, მეტსაც ვიტყვი, “კოალიციის” ძირეულ ინტერესებს დაპირისპირებული “ფრაქციის” თაობაზე ადექვატურ რეაგირებას მოახდენს.
P.S. დრო ცოტაა, ბატონო გოგი, წრე ვიწროვდება.”