განცხადებაში ნათქვამია, რომ ასტრონავტი ჰუნგ ილ გონგმა 21 იანვრის ღამის 3 საათზე დატოვა დედამიწა და 4-საათიანი დამღლელი ფრენის შემდეგ დაეშვა მზეზე.
“ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, გაცნობოთ იმის შესახებ, რომ ადამიანის მზეზე დაშვების მისია წარმატებით დასრულდა,” _ განაცხადა ჩრდილოეთ კორეის მთავარი არხის ტელეწამყვანმა.
“ჩრდილოეთ კორეამ დაამარცხა ყველა ქვეყანა და დაასწრო მათ მზეზე დაშვება. ჰუნგ ილ გონგი გმირია და იმსახურებს გმირულ დახვედრას. ეს სპეციალურად გაწვრთნილი ასტრონავტი დაბრუნდა დედამიწაზე დღეს, დილის 9 საათზე, სადაც ის შეხვდა მის ბიძას და ქვეყნის ლიდერს კიმ ჯონგ-უნს”.
კითხვაზე, თუ როგორ მოახერხა 17 წლის “კოსმოსურმა მკვლევარმა” მზეზე გაფრენა, ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ “ის მზეს მიუახლოვდა ღამით, რითაც თავი აარიდა მის სხივებს”. “ასეთმა გენიოსურმა მიდგომამ ეს სახალხო ქვეყანა დააწინაურა მსოფლიოში კოსმოსური გამოკვლევების ასპარეზზე.
მზეზე ყოფნის დროს ჰუნგმა მოაგროვა ვარსკვლავის ზედაპირის ნიმუშები და მის ლიდერს საჩუქრად ჩამოუტანა”.
ჩრდილოეთ კორეის მთავარი ახალი ამბების სააგენტოს მიერ ეს 18-საათიანი “მისია” უკვე ჩაითვალა “თანამედროვეობის უდიდეს მიღწევად”.
ინფორმაციები “მსგავსი წარმატებების” შესახებ ჩრდილოკორეული მედიისთვის უცხო ხილი არაა _ 2010 წელს, ესპანეთში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის დროს, ბრაზილიის ნაკრებმა ჯგუფურ ტურნირში ჩრდილოეთ კორეის ნაკრები 2:1 დაამარცხა. მიუხედავად ამისა, კომუნისტური კორეის საინფორმაციო სააგენტოებმა მოსახლეობას დიდი სიამაყით ამცნეს, რომ ქვეყნის ნაკრებმა სახელგანთქმული ბრაზილიელები 3:0 დაამარცხა!