“მე ის ჩანაწერი მახსოვს. კადრებში ეტყობა, რომ განცხადება ღია კამერების წინ კეთდებოდა. მე არ მრცხვენია, რომ ის განცხადება გავაკეთე. ეს იყო ჩემი მოვალეობა. მინდა მცირე დეტალს მივაქციო ყურადღება. ჩვენი ინფორმაციით მუხრავანის აჯანყებაში ორი რუსი მრჩეველი მონაწილეობდა და ასევე ჩვენივე ინფორმაციით შეთქმულების ორგანიზატორებმა კვალის დაკარგვის მიზნით მათი ლიკვიდაცია მოახდინეს. სწორედ ამ ორი ადამიანის გვამის პოვნის შესახებ ვამბობ კადრებში. ამით ვცდილობდით დაგვედგინა, რa კავშირი იყო ამბოხებულებსა და ორ რუს შორის”. – თქვა მერაბიშვილმა.
ვანო მერაბიშვილმა ასევე პროკურატურას მოუწოდა, რომ გავრცელებული კადრები ნახონ და ობიექტურად გამოიძიონ საქმე.
“მე ვარ ცამდე მართალი. მე არასდროზე არ გამიცია ბრძანება მკვლელობაზე”, _ განაცხადა მერაბიშვილმა.