ფილმში მოთხრობილია არქივში მოხვედრილი სისხლის სამართლის პირველი საქმის შესახებ. ასევე, უშიშროების არქივის ისტორია, მისი სმოლენსკში გატანისა და დაწვის ფაქტებია ნაჩვენები. აღწერილია 90-იან წლებში არქივის დიდი ნაწილის განადგურების შესახებ ისტორია, როდესაც დაიკარგა და დაიწვა უშიშროების არქივში დაცული სისხლის სამართლის საქმეები და საიდუმლო თანამშრომელთა პირადი და სამუშაო საქმეები.
ფილმ “დაკარგული ისტორია”-ში მოთხრობილია, როგორ გადასცა უშიშროების იმდროინდელმა კომიტეტმა მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა სისხლის სამართლის საქმეები ლიტერატურის მუზეუმს, რაც ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.