ამ ინფორმაციას “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი ავრცელებს.
_ მუხროვანის ამბოხზე დაპატიმრებულთა საქმეზე ერთ-ერთი პროკურორი ნათია სონღულაშვილი იყო. სწორედ ის, რომელიც ახლა ვანოს და ჩემი ბრალმდებელია. მაშინ ქალბატონი პროკურორი აღმკვეთი ღონისძიების სახით დაკავებულთა პატიმრობას ითხოვდა და ვანო მერაბიშვილის მიერ ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის მიზანშეწონილობას ასაბუთებდა. საინტერესოა, ახლა რას ფიქრობს ქალბატონი პროკურორი ღარიბაშვილ-ჩოკუტაევის მიერ გავრცელებულ ვიდეოზე, _ ამბობს ჭიაბერაშვილი.
“გურია ნიუსმა” სონღუაშვილთან დაკავშირება რამდენიმე მცდელობის მიუხედავად ვერ შეძლო. ჩვენ ამ წუთებშიც ვცდილობთ პროკურორის კომენტარის მოპოვებას, რომელსაც მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.