https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

    დონალდ ტრამპი – მე შევაჩერე ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში

    ვოლოდიმირ ზელენსკი _თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

    დონალდ ტრამპი – მე შევაჩერე ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში

    ვოლოდიმირ ზელენსკი _თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ხაიშის მიწები და აღებული კომპენსაციები _ ეკონომიკის სამინისტრო დუმილის უფლებას იყენებს…

8:02; 3.02.2014
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ზურაბ გედენიძე: “რუსეთმა მაგ პერიოდში იგრძნო, რომ საბჭოთა კავშირი იშლებოდა. ეს საშიშროება რომ არ ყოფილიყო, გამორიცხულია, რუსეთს ხუდონჰესის მშენებლობა გაეჩერებინა. ტურბინა-გენერატორები უკვე გამზადებული იყო და როსტოვში შემოდიოდა დასამონტაჟებლად. როცა რუსეთი მიხვდა, რომ საბჭოთა კავშირი დაშლას აპირებდა, 11 უდიდესი მშენებლობა გააჩერა სხვა რესპუბლიკებშიც და მათ შორის მოხვდა ხუდონიც.

აწ გარდაცვლილი ვახტანგ გრძელიშვილი მეუბნებოდა, რომელიც ჟინვალის მთავარი ინჟინერი იყო, როდესაც მინისტრთან შევედით და მორიდებით ვუთხარით, საქართველოში ძალიან მძიმე მდგომარეობაა და უნდა შევაჩეროთ მშენებლობაო, მაშინვე გადმოგვიყარა საბუთები და გვითხრა, თუ არ გინდათ, მიბრძანდითო.

ანუ, ერთის მხრივ არ დახარჯეს ფული და მეორეს მხრივ, “იზრუნეს” იმაზე, რომ ჩვენ არ გავმხდარიყავით ენერგოდამოუკიდებლები.”

 

ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობასა და ხუდონჰესზე ფიქრი ამ პროექტის ისეთმა მოწინააღმდეგემაც კი დაიწყო, როგორიც ზურაბ ჟვანია გახლდათ. ამის შესახებ ის 2002 წელს  გაზეთ “ვერსიისთვის”.  მიცემულ ინტერვიუში იხსენებს:

 

ზურაბ ჟვანია:”როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე ვიყავი, აშშ-ში და ევროპაში, ბიზნესმენების ჯგუფებთან შეხვედრებისას, ხშირად შემითავაზებია, რომ სერიოზულად ეფიქრათ ინვესტირებაზე  საქართველოს ენერგეტიკაში, მათ შორის ხუდონჰესის პროექტის განახლებაში, ოღონდ რა თქმა უნდა, ეკოლოგიური მოთხოვნების გათვალისწინებით. არის რამდენიმე ვარიანტი, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ იქ არსებული ქვაბული. ძალიან დიდი სამუშაოები იყო ჩატარებული და  ასე მიგდების წინააღმდეგნი ვიყავით მწვანეთა პარტიაში ყოფნის დროსაც. ჩვენ კონსერვაციის მომხრენი ვიყავით, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ასე მიგდების. მოკლედ, დაუშვებელია ხელაღებით იმის თქმა, რომ იქ არაფერი არ უნდა გაკეთდეს. იქ ჩატარებული სამუშაოები საშუალებას იძლევა  ძალიან სერიოზული ობიექტი შეემატოს ქართულ ენერგოსისტემას.”

 

130 კომლზე გაცემული კომპენსაციები _ “ამას არავის უარყოფს…მეც ავიღე კომპენსაცია…”

 

მართალია, დაშლის პირას მყოფმა საბჭოთა კავშირმა, სხვა 11 ობიექტთან ერთად ხუდონჰესის მშენებლობაც გააჩერა, მაგრამ 1988 წელს მაშინდელმა მთავრობამ საკმაოდ დიდი თანხა გაიღო კომპენსაციის სახით, რომელიც მაშინ ხაიშში მცხოვრებმა 130-მა ოჯახმა სოფლის დატოვების სანაცვლოდ აიღო. ამას ხაიშის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი არც დღეს უარყოფს.

პასიკო გულედანი, ხაიშის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი: “კომპენსაციები გასცეს, მეც ავიღე კომპენსაცია, მაგრამ ის თანხა შევიტანე შემნახველ სალაროში და იქ დამეკარგა ეს ფული. სალაროს წიგნაკი დღემდე მაქვს და როგორც მე დამეკარგა ის ფული, ასევე დაეკარგათ სხვებსაც. ყველა შემნახველ სალაროში ვინახავდით, მაგრამ სახელმწიფომ უკან წაიღო ის ფული. აბა, სახლის საფასურად “საროჩკას” ხომ არ ვიყიდიდი?”

 

ნანა აფციაური, ხაიშის საჯარო სკოლის სამეურნეო ნაწილის გამგე: “ეს კომპენსაციები რომ დარიგდა, მაშინ მე ბავშვი ვიყავი და მის შესახებ ბევრი არაფერი ვიცი. მაგრამ ავიღოთ თუნდაც ქალბატონ პასიკოს ნათქვამი, რომ მან აიღო კომპენსაცია. მაშინ ის ახალგაზრდა იქნებოდა. 30–35 წლის წინ აღებული თანხა ახლა ვის რაში გამოადგება?”

 

კომპენსაციების აღებას არც გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომელი, მეტყევე ოლეგ ჭკადუა უარყოფს, რომელიც გაფიცული ხაიშელების ერთ-ერთ მეთაურად ითვლება. მისი “არგუმენტიც” სწორედ ისეთივეა, როგორიც პასიკო გულედანის _ ფული აიღეს, მაგრამ შემნახველ სალაროში დაეკარგათ.

 

“მწვანე ალტერნატივის” წარმომადგენელი, მანანა ქოჩლაძე “გურია ნიუსთან” საუბრისას, ხაიშელების მხრიდან,  კომპენსაციის აღებას არ უარყოფს და ასეთ განმარტებას აკეთებს:

“რაც შეეხება კომპენსაციების აღებას საბჭოთა კავშირის დროს, ამას არავინ უარყოფს, მათ შორის ის ოჯახებიც, რომლებმაც აიღეს. თუმცა, საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1898 წლის გადაწყვეტილებით, ხუდონჰესის პროექტი არა მარტო უნდა შეჩერებული იყო, არამედ განხორციელებულიყო სალიკვიდაციო და საკონსერვაციო სამუშაოები, რომლებიც არ შესრულდა.  შესაბამისად, თუ ახლა კომპანიას უნდა გამოაჩინოს რომ ამ ადამიანებმა ერთხელ უკვე აიღეს კომპენსაცია, ეს არ არის სწორი. ეს ადამიანები ერთხელ უკვე გადაასახლეს სვანეთიდან, და ისინი დაუბრუნდნენ თავიანთ საცხოვრებელ ადგილს მას შემდეგ, რაც შეჩერდა სრულად მშენებლობა.”

 

კახა კალაძე: “ხუდონჰესის განხორციელება ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია!”

 

“ჩვენ პრინციპულად ვემხრობით იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდეს. ჩვენ გვაქვს ასეთი მიდგომა: გვინდა ვიყოთ კონსტრუქციულები, მაგრამ ამავდროულად არ დავუშვებთ იმას, რომ ჩვენი ასეთი მიდგომები ზოგიერთმა ადამიანმა და ზოგიერთმა დაჯგუფებამ გამოიყენონ. ქვეყანაში არსებობს კანონი და ჩვენ ვიმოქმედებთ კანონის ფარგლებში. ხუდონჰესის პროექტის განხორციელება ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია” _ აცხადებს ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე.

მისივე თქმით, კომპენსაციები იქნება საკმაოდ მაღალი: “მე დაახლოებით ვიცი, რა რაოდენობის თანხებზეა საუბარი, საკმაოდ სოლიდურ თანხებზეა, მაგრამ უფლება არ მაქვს ამასთან დაკავშირებით გავაკეთო განცხადება, რადგანაც ეს კონფიდენციალური საკითხია. მინდა დავარწმუნო ადგილობრივი მოსახლეობა, რომ არც ერთი მათგანი არ დარჩება მოტყუებული.”

 

ერთხელ უკვე მიღებული კომპენსაციის შემდეგ, ითვლებიან თუ არა კომპენსაციის მიმღებები კვლავ მესაკუთრეებად და რა უფლებები აქვს ამ შემთხვევაში სახელმწიფოს და იმ ინვესტორ კომპანიას, რომლის სახელზეცაა დაკანონებული აღნიშნული ტერიტორია?

 

ამის შესახებ “გურია ნიუსთან” განმარტებას იურისტი ლევან ალაფიშვილი აკეთებს.

ლევან ალაფიშვილი: “განსახილველ შემთხვევაში, სავარაუდოდ, ეს იყო არა მიწის, არამედ საცხოვრებელი სახლების გამოსყიდვა. ასეთ შემთხვევაში, სახლების გამოსყიდვა იმდროინდელ ტექბიუროში ან აღმასკომში უნდა დარეგისტრირებულიყო, ასეთი გახლდათ იმ დროს მოქმედი სამოქალაქო კოდექსის მოთხოვნა, თუკი რეგისტრაცია არ მოხდებოდა გარიგება ითვლებოდა ბათილად. გარიგების ბათილობა კი ორივე მხარეს ავალდებულებს აღადგინოს საწყისი მდგომარეობა, ანუ დააბრუნოს ყველაფერი სრულად რაც გარიგებით მიიღო – ანუ სახელმწიფოს ჰქონდა მოთხოვნის უფლება, ხოლო სახლების მესაკუთრეებს უნდა დაებრუნებინათ კომპენსაციის თანხა.

საკუთრების უფლება კონსტიტუციით დაცული უფლებაა. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ეს არის აბსოლუტური, შეუზღუდავი უფლება. კონსტიტუცია ამბობს, რომ ამ უფლების შეზღუდვაც შესაძლებელია საჯარო ინტერესებისათვის, კანონით გათვალისწინებული წესითა და შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებითა და შესაბამისი კომპენსაციით.

რეალურად, დღეს, ხაიშის მაცხოვრებელთა გარკვეული ნაწილი უარს ამბობენ, იყვნენ მესაკუთრეები.  თუკი ეს ქონება არ არის რეგისტრირებული როგორც კონკრეტული მოქალაქის ქონება, მაშინ ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად, შესაძლებელია ძალიან მარტივად დადგეს საკითხი, რომ ეს არის სახელმწიფო საკუთრება შესაბამისი თანამდევი შედეგებით. ისე არ აღმოჩნდეს, რომ როდესაც მათ სურვილი გაუჩნდებათ გამართონ მოლაპარაკება ინვესტორთან, ინვესტორმა უთხრას, რაზე მელაპარაკებით, როდესაც მესაკუთრე არ ხართო. სხვათაშორის, ამის ანალოგები ჩვენ არაერთი მოგვეპოვება და დაზარალებული დარჩა მოსახლეობა, რადგან მათ არ ჰქონდათ დაკანონებული მიწები. ჩემი რჩევა იქნება ამ ეტაპზე, აშენდება ხუდონჰესი თუ არ აშენდება, მიწა მფლობელებმა უნდა დაიკანონონ.”

შეიძლება თუ არა საქმე მივიდეს ექსპოპრიაციამდე, ანუ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ქონების ჩამორთმევამდე?

ამ კითხვაზე ვიცე-პრემიერის კახა კალაძის კომენტარი ასეთია: “მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ ამ კანონის გამოყენება არ დაგვჭირდება!”

ლევან ალაფიშვილი: „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” კანონის შესაბამისად აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ქონების ჩამორთმევა ანუ ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით.

 

ეკონომიკის სამინისტრო  _ ხელშეკრულების ხელმომწერი დუმილის უფლებას იყენებს

 

2011 წელს საქართველოს მთავრობამ ენერგეტიკის სამინისტროს სახელით გააფორმა ხელშეკრულება ხუდონის პროექტის განხორციელების შესახებ.

2012 წლის იანვარში საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ გააფორმა ხელშეკრულება კომპანია “Trans Electrica”_სთან ხუდონჰესის მშენებლობისათვის საჭირო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის გადაცემის შესახებ. პროექტისთვის დამატებითი კერძო მიწის ნაკვეთების შეძენა გათვალისწინებულია პროექტის განხორციელების სამოქმედო გეგმით.  მიწა პირობადადებული და მის გადასახადს კომპანია იხდის.

2013 წლის 2მაისის მთავრობის სხომაზე მთავრობამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება ხუდონის პროექტის განხორციელებაზე. ახალმა მთავრობამ 4 თვის განმავლობაში თავიდან შეისწავლა აღნიშნული პროექტი და ახალი ხელშეკრულება გააფორმეს კომპანიასთან.

პროექტის ძირითადი ზემოქმედება მიწაზე ხუდონის პროექტის კაშხალი და რეზერვუარი მოიცავს 528 ჰექტარ მიწას, რომელიც არის სვანეთის ტერიტორიის 0.12%.  პირველადი აღწერის მიხედვით, რომელიც 2012 წელს ჩატარდა ზემოქმედების ქვეშ მოექცევა 184 ოჯახი- 769ადამიანი.

რაც შეეხება განსახლებას, განსახლების საერთაშორისო (მსოფლიო ბანკის) პოლიტიკის მოთხოვნებით განსაზღვრულია შემდეგი:

 

ზემოქმედების ქვეშ არსებული მოსახლეობის ცხოვრების ხარისხი არ უნდა გაუარესდეს, პირიქით გაუმჯობესდეს; კომპენსაციისა და განსახლების პროგრამის შემუშავება მოხდეს პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ მოსახლეობასთან კონსულტაციების მეშვეობით;  მიწის გამოსყიდვა განხორციელდება მოლაპარაკებების შედეგად გაფორმებული ხელშეკრულებების გზით, სადაც ეს შესაძლებელი იქნება; ყველა სახის კომპენსაციის შეფასება მოხდეს სანაცვლო ღირებულებით; განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს მოწყვლად ადამიანებს; შემუშავდეს საჩივრების მექანიზმი.

 

ინვეტორი კომპანია აცხადებენ, რომ ისინი მზად არიან შეასრულონ ყველა ზემოთჩამოთვლილი პირობა, ასევე დაგეგმილია ზემოქმედების ქვეშ არსებული სასაფლაოებისა და საფლავების გადატანა. კომპანია მზადაა, განიხილოს განსახლების უბნის განვითარების შესაძლებლობა და მოსახლეობას შესთავაზოს ნაღდი ფულისა და ნატურით კომპენსაციის სხვადასხვა კომბინაცია.

რაც შეეხება ეკონომიკის სამინისტროს, რომელიც 2012 წელს გაფორმებული ხელშეკრულების სამართალმემკვიდრეა, მიაჩნია, რომ მიწებთან დაკავშირებული საკითხი ენერგეტიკის სამინისტროს პრეროგატივაში შედის. თავად მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის კომენტარი კი ასეთია:

“ამ საქმის მასალებს გაცნობილი არ ვარ და აქედან გამომდინარე, ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ.”

კითხვაზე:“მიწა ხომ ქონებას წარმოადგენს და ქონების მართვის სააგენტო თქვენი სამინისტროს დაქვემდებარებაშია, _  მინისტრმა საერთოდ არ ისურვა პასუხის გაცემა.

ეკონომიკის სამინისტროსთან გარკვეული პრეტენზიები აქვს სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილსაც. მისი თქმით, სამინისტროსა და ინვესტორ კომპანიას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე დაინტერესებულმა მხარეებმა არაფერი იცოდნენ.

თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ აღნიშნული ხელშეკრებულება ეკონომიკის სამინისტრომ უთხოვნელადაც მოგვაწოდა.

 

“შპს “ტრანს ელეკტრიკა ჯორჯიას” ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად უსასყიდლო აღნაგობის ფორმით გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება. გიგზავნი ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტაციის ასლს.” _ მხოლოდ ეს მოგვწერეს ქონების მართვის სააგენტოდან ჩვენი 4 კითხვის პასუხად.

 

კითხვები  მდგომარეობდა შემდეგში:

1.თუ შეიძლება გაგვიმარტეთ, ერთ-ერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის, ხუდონჰესის  განხორციელების პროცესში როგორ და რა ფორმატით მონაწილეობს ეკონომიკის სამინისტრო და კონკრეტულად რა ღონისძიებების განხორციელება წარმოადგენს ეკონომიკის სამინისტროს კომპეტენციას.

2.1988 წელს, მესტიის აღმასკომთან შეიქმნა ხუდონჰესის დირექცია. ჩვენს ხელს არსებული დოკუმენტების თანახმად,  ხაიშის თემის 130-მა ოჯახმა ხელი მოაწერა და სახელმწიფოსგან მიიღო კომპენსაციები. იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფოს თავის დროზე გამოსყიდული აქვს და შესაბამისი კომპენსაციები გადახდილი აქვს ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ამავდროულად საქართველო წარმოადგენს საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სამართალმემკვიდრეს, შეიძლება თუ არა განხილულ იქნას, რომ აღნიშნული მოქალაქეების კუთვნილი მიწა გამოსყიდული აქვს სახელმწიფოს და წარმოადგენს მის კუთვნილებას?

3.ხუდონჰესის ინვესტორი კომპანია, “ტრანს ელექტრიკა” აცხადებს, რომ ის მზად არის კომპენსაცია გადაუხადოს ადგილობრივ მოსახლეობას. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ქონება უკვე სახელმწიფოს კუთვნილებაა და მას გადახდილი აქვს შესაბამისი კომპენსაცია, ხომ არ გვაქვს საქმე იურიდიულ კაზუსთან?

4.ქონების მართვის სააგენტოს მონაცემებით, იხდის თუ არა ხაიშის თემის მოსახლეობა ქონებისა და მიწის გადასახადს?

არაერთი მცდელობის მიუხედავად,  ამ კითხვებზე პასუხი ვერ მივიღეთ…

 

ვისია მიწა და ვინ უნდა გადაწყვიტოს სახელმწიფოს მიერ უმნიშვნელოვანეს პროექტად აღიარებული ხუდონჰესის საკითხი _ სახელმწიფომ თუ სვანეთის უხუცესებმა?

 

პასუხი არც ამ კითხვაზე გვაქვს. თუმცაღა, სასჯელაღსრულების მინისტრი, სოზარ სუბარი, უმრავლესობის წარმომადგენელი ვიქტორ ჯაფარიძე და მესტიის გამგებელი კახა ჟორჟოლიანი აცხადებენ, რომ ისინი 6 თებერვალს, სვანეთის უხუცესების შეკრების შემდეგ გააკეთებენ კომენტარს…

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

საშობაო პრემიები საკრებულოში

"წინა ხელისუფლება 2008 წლის აპრილში აფხაზეთში ომის დაწყებას აპირებდა"

ყველა სიახლე

სამართალი

დაშავებულები 31 და 39 წლის არიან – ახალი დეტალები სამტრედიაში მომხდარ ავარიაზე

22:13; 10.02.2026
სამართალი

ავარია სამტრედიაში _ არიან დაშავებულები

21:49; 10.02.2026
ფინანსები

გალტ & თაგარტმა უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმზე მაკროეკონომიკური მიმოხილვა წარადგინა

19:12; 10.02.2026
საზოგადოება

“დღეს უსაფრთხო აღარაფერია – მათ შორის, არც ქუჩაში გადაადგილება”- თორნიკე მიგინეიშვილი

18:09; 10.02.2026
საზოგადოება

თამბაქოს კონტროლის ალიანსი პრემიერ-მინისტრს სამთავრობო კომისიის სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართავს

17:56; 10.02.2026
საზოგადოება

დაზიანებული ხიდებიდან ტენდერებამდე: რა ეტაპზეა ჩოხატაურში სტიქიით დაზარალებული სოფლების დახმარების პროცესი

17:45; 10.02.2026
საზოგადოება

სს “წყალი მარგებელი” აცხადებს ტენდერს კვებისა და დასუფთავების მომსახურებაზე ნაბეღლავის ქარხანაში

17:37; 10.02.2026
საზოგადოება

მოკლული მასწავლებლის დედა პროკურატურის განცხადებას ეხმაურება

16:57; 10.02.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

16:43; 10.02.2026
სამართალი

გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ

16:21; 10.02.2026
ფინანსები

თიბისი წარმოგიდგენთ 25-ე, საიუბილეო – „ქოლგა თბილისი ფოტოს”

14:14; 10.02.2026
ფინანსები

ირაკლი კობახიძე: “ჩვენი მთავარი ამოცანაა, სიღარიბის მთლიანად აღმოფხვრა”

13:06; 10.02.2026
საზოგადოება

მოსალოდნელია წვიმა და თოვლი – განახლებული პროგნოზი ქალაქების მიხედვით

12:21; 10.02.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა ჩოხატაურში – ორი მსუბუქი მანქანა ერთმანეთს დაეჯახა და ამოტრიალდა

11:47; 10.02.2026
ფეისბუქსტატუსები

“სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

11:17; 10.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

11:17; 10.02.2026
0

,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

10:26; 4.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო