(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ლანჩხუთის “გურია” მოსამზადებელ შეკრებაზე გრიგოლეთში გადავიდა. იმის გამო, რომ კლუბის საწვრთნელი ბაზის საცხოვრებელი კორპუსი ცუდ მდგომარეობაშია, “გურია” იქვე ახლოს, კერძო სახლში დაბანაკდა, საწვრთნელ ვარჯიშებსა და ტესტ-მატჩებს კი ბაზის სტადიონზე მართავს. ამჟამად გიგლა იმნაძის განკარგულებაში 20 მობურთალია. კლუბში სელექცია ჯერ არ დასრულებულა და შესაძლოა, “გურია” რამდენიმე მობურთალმა დატოვოს და ასევე რამდენიმე ახალწვეულიც გამოჩნდეს.