https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

    ალიევი: “საქართველოზე გამავალი ტვირთები სომხეთზე გაივლის”

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

    გრენლანდია ეროვნული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის იმპერატიულია – დონალდ ტრამპი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რაზეა დამოკიდებული ტაკიძის თავისუფლება

4:08; 9.08.2011
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

პროკურატურის ინფორმაციით, საქმე 1 100 000 ლარს ეხებოდა და თუკი მართლაც ჰქონდა გარიგებას ადგილი, მარტო გასულ წელს, კურღელაშვილს ტაკიძისთვის 360 000 ლარი უნდა მიეტანა. დასუფთავების სამსახურის ყოფილი უფროსის თქმით, მან მხოლოდ 20 000 ლარი მიუტანა ტაკიძეს, რაც, ბუნებრივია, ბევრ კითხვას ბადებს. ტაკიძეს თავისუფლად შეეძლო კურდღელაშვილისთვის პრობლემები შეექმნა და მინიმუმ სამსახურიდან გაეშვა, მით უმეტეს, რომ მან “დავალება” ვერ შეასრულა და მოთხოვნილი ქრთამი სრულად არ გადაიხადა. პროკურატურა არ ადასტურებს თუ რატომ ვერ, ან არ გადაიხადა კურდღელაშვილმა დანარჩენი თანხა და რატომ დუმდა ამის შესახებ გამგებელი, რომელსაც, ფინანსებს, კანონის თანახმად, ზემდგომი _ საკრებულო უმტკიცებს. საკრებულოს თავმჯდომარე, ალეკო მამეშვილი “გურია ნიუსთან” საუბარში ამბობს, რომ ფინანსების შემოწმება ხდებოდა.

კურდღელაშვილის ჩვენებაში ბევრი უზუსტობაა, რომელსაც იურისტები და ტაკიძის კოლეგები ღიად უსვამენ ხაზს. ყველა თანხმდება ერთზე _ გამგებელი აიპ-ს ხელშეკრულებას არ უფორმებს. თუმცა, კურდღელაშვილი მაინც ამ ჩვენებას “აწვება”. აღსანიშნავია ისიც, რომ ტაკიძესთან ერთად დაკავებული კურდღელაშვილი უკვე თავისუფალია. როგორ შევიტყვეთ, იგი ხელმეორედ, ჩვენების ვიდეოჩაწერისთვის მიიყვანეს პროკურატურაში. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ამჟამად მერაბ კურდღელაშვილი თბილისში, ახლობლის სახლში იმყოფება და ჟურნალისტებთან კონტაქტზე არ გამოდის.

პროკურატურა საქმის ძიებას განაგრძობს. როგორც ჩვენთან პირად საუბარში ერთ-ერთმა ძალოვანმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, არ არის გამორიცხული, ტაკიძემ ძიება სხვა კვალზე გაიყვანოს, კვალზე, რომელსაც გამოძიება კარგა ხანია ჩაუსაფრდა. ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, გამგებელმა უკვე მისცა ჩვენება, თუმცა, არ ვრცელდება ინფორმაცია, რას ჰყვება ტაკიძე. ჩვენებაში, კომპეტენტური წყაროს ცნობით, პროკურატურა მას გარიგებას სთავაზობს. სასჯელს შეუმცირებენ და არ არის გამორიცხული პირობითი მსჯავრი, საპროცესო გარიგების შესაბამისად შეუფარდონ, ოღონდ იმ პირობით, თუ ის იმ ადამიანებს დაასახელებს, რომლებიც “წილში ჰყავდა”.

ტაკიძე რომ ამ საქმეში მარტო ვერ იქნებოდა, ფაქტია. მისი თანამშრომლების თქმით, ყოველი დოკუმენტის გაფორმებისას, გიორგი ტაკიძე ძალიან ფრთხილი და დაკვირვებული იყო. სწორედ ამიტომ უჭირთ მისი კორუმპირებულობის დაჯერება. ოზურგეთის გამგეობაში იმასაც ვერ იჯერებენ, რომ თუკი ამხელა თანხა “ტყდებოდა”, როგორ ახერხებდა ტაკიძე ამას დამოუკიდებლად, ზემდგომთან შეთანხმების გარეშე. როგორც ჩვენი წყარო ამბობს, ტაკიძე ძალიან მძიმე ვითარებაშია და მისი მორალურად გატეხვა ყოველ წუთსაა მოსალოდნელი. ჩვენი წყარო არც იმას გამორიცხავს, “გიორგი ტაკიძემ, იმის მოლოდინში, რომ უპატრონებენ, ჭკუა იხმაროს და არაფერი თქვას”. მას 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

გურიაში ეს პირველი კორუფციული სკანდალი არ არის, გასული წლის სექტემბერში პროკურატურამ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მმართველი ფრაქციის თავმჯდომარეზე, შოთა სირაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. საქმე ასობით ყალბი დოკუმენტის გაცემას ეხება. სირაძემ მიმალვა მოასწრო. ჩვენი წყარო ამბობს, რომ კი არ მოასწრო _ მოასწრებინეს. მისივე თქმით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ, საფრთხე მაშინ იგრძნო, როცა პროკურატურამ ლეგალიზაციის კომისიის დოკუმენტაცია წაიღო შესასწავლად.

_ როცა სირაძეს უწყება მოუვიდა, ის უკვე ჩოხატაურში აღარ იყო, _ ამბობს ჩვენი წყარო.

სირაძის სასამართლო პროცესი ჯერ არ დასრულებულა. უნდა ითქვას, რომ ამ საქმეში ბევრი კითხვის ნიშანია. ბევრ ეჭვს ისიც ბადებს, რომ პირველივე სხდომაზე პროკურატურამ საპროცესო გარიგების შეთავაზება გააკეთა, თან მიზერულ თანხად _ 5000 ლარად. მიუხედავად ამისა, სირაძე არ გამოჩენილა. როგორც წყარო ამბობს, ეს ერთგვარი “ხაფანგია” და სირაძის თანამზრახველები არც ისეთი ჭკუასუსტები არიან, რომ ამ ანკესს წამოეგონ. მეორე წყარო კი ირწმუნება, რომ ყველაფერი “ზემოთაა” დაგეგმილი და სირაძე არსადაც არ გადაკარგულა _ მას არც კი ეძებენ და უბრალოდ, ურჩიეს, სასურველ დრომდე თვალს მიფარებოდა.

_ ეს დიდი კორუფციული სქემა იყო. ერთი ადამიანი ვერ შეძლებდა ასობით ყალბი დოკუმენტი გაეცა. ყველაფერი დღისით, მზისით ხდებოდა. სირაძის კომისიას ხომ ზედამხედველები ჰყავდა?! მის ანგარიშებს ხომ საკრებულო ისმენდა?! ამიტომ, აბსურდია იმის მტკიცება, თითქოს სირაძემ ეს ყველაფერი მარტომ გააკეთა. ეს რომ ასე ყოფილიყო, საპროცესო გარიგებაზე წამოვიდოდა. სავარაუდოდ, სირაძე წამოვა კიდეც, მაგრამ არ ანებებენ, რადგან ამ გარიგებას აღიარებითი ჩვენება და იმ ადამიანების დასახელება მოჰყვება, რომლებიც თვეების განმავლობაში სირაძეს “მწვანეს” უნთებდნენ. ეს მარტივი არითმეტიკაა, _ ამბობს ჩვენი წყარო.

პროკურატურასთან დაახლოებული პირი ამტკიცებს, რომ ის რაც სირაძესთან არ გამოუვიდათ, გამოუვათ ტაკიძესთან:

_ თუმცა, მოულოდნელი არაფერი არ უნდა იყოს. თავიდან ყველას ეგონა, რომ სირაძის საქმე ბომბს ააფეთქებდა, მაგრამ როგორც ჩანს, ჯერ ამის დრო არ არის _ მერაბიშვილს არ დავიწყებია მისი თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლება. ნურც იმას დაივიწყებთ, რომ მაშინ, ადეიშვილმა მერაბიშვილს საკუთარი სიძლიერე დაუმტკიცა. დარწმუნებული იყავით, რომ ეს ყველაფერი მალე აფეთქდება. ბევრი ადამიანი ზის ნაღმზე, რომელსაც საკუთარი საჯდომით ინახავს _ ერთი წაბორძიკება და ყველაფერი დასრულდება! _ მიაჩნია ჩვენს წყაროს.

ჩვენი ინკოგნიტო რესპონდენტი დარწმუნებულია, რომ ტაკიძის ამბავი ვალერი ჩიტაიშვილს არ შეეხება და ის თანამდებობას მაინც შეინარჩუნებს, რადგან ჩიტაიშვილი, რამაზ ნიკოლაიშვილს, როგორც “კარგი შემსრულებელი”, ჯერ კიდევ სჭირდება _ წინ ხომ არჩევნებია! თუმცა, ფაქტი ერთია _ ბოლო ერთ წელიწადში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადჰყო, რომ გურიაში თანამდებობებზე, კორუმპირებული ან კორუფციაში ეჭვმიტანილი ადამიანები ინიშნებიან. მათი დამნიშვნელები, მათ საქმიანობაზე კანონის ძალით ზედამხედველები კი, მხოლოდ მხრებს იჩეჩენ _ ჩვენ არაფერი ვიცოდითო და… მუშაობას “ჩვეულ რიტმში” აგრძელებენ.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

თხილის ჩაბარება დაიწყო

"კორუფციის სათავე "ზემოთაა"

ყველა სიახლე

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

10:54; 24.01.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ყოველთვის აღწევენ მიზანს

10:41; 24.01.2026
ზაფრანი

რომელ საკვებს უნდა მიანიჭოთ უპირატესობა

10:40; 24.01.2026
ზაფრანი

ვინ მოგცემთ საუკეთესო რჩევებს

10:39; 24.01.2026
ზაფრანი

როდის და როგორ კარგავთ სიყვარულს

10:37; 24.01.2026
საზოგადოება

„დაცინვაა მასწავლებლების“ – პედაგოგი ახალ სქემასა და დაბალ ხელფასებზე

10:08; 24.01.2026
სამართალი

“ნაცნობს საფულე მოპარა და საბანკო ბარათებით პროდუქტები იყიდა”

21:09; 23.01.2026
სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

20:55; 23.01.2026
საზოგადოება

დაკავებული ტანკერიდან 5 მეზღვაური საქართველოში დაბრუნდა

20:12; 23.01.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის პროექტ Creator-ის გამარჯვებული მალე გამოვლინდება – რა უნდა იცოდე YouTube რეალითი შოუს შესახებ?

18:51; 23.01.2026
სამართალი

არასრულწლოვანის მიმართ წამების, ძარცვის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტებზე კიდევ 4 პირს ბრალდება წარუდგინეს

18:38; 23.01.2026
საზოგადოება

„სურები 2 ჰესის“ გზშ-ს განხილვა მოსახლეობის ერთი ნაწილი, პროტესტის ნიშნად არ დაესწრო

18:26; 23.01.2026
სამართალი

პროკურატურამ 88 პირს ბრალი წარუდგინა- ამოღებულია დიდი ოდენობით ჰეროინი, კოკაინი და მეთადონი

17:31; 23.01.2026
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო შაბათ-კვირას

17:18; 23.01.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

15:58; 23.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო