ეს ის ხალხი იყო, ვინც 2007 წელს, ტელეკომპანია “იმედის” ირგვლივ განვითარებულ პროცესებში მონაწილეობდა და ხედავდნენ, ბოკერიას სიტყვებით რომ ვთქვათ, როგორ აახია, უკაცრავად ვარ საზოგადოებასთან ამ სიტყვის გამო, ხელისუფლებამ კერძო მესაკუთრეს ტელევიზია.” _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა “გურია ნიუსის” დასმულ კითხვაზე, რომელიც ტელეკომპანია “იმედს”, ასევე პატარკაციშვილების ოჯახსა და წინა ხელისუფლებას შორის გაფორმებულ საიდუმლო გარიგებას ეხებოდა.
ჩვენს დასმულ კითხვაზე ბიძინა ივანიშვილმა საკმაოდ ვრცლად ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა საზოგადოებრივი მაუწყებლის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე:
“დღეს გამოდიან და ისევ მორალს გვიკითხავენ ტელევიზიასთან დაკავშირებით. ამიტომაც გვჭირდება ჩვენ იუმორი, მხოლოდ იუმორი გვიშველის. ყველას ხომ ვერ დასჯი და საუბრის გამო ხომ ვერ დასჯი ხალხს?
ეს ხალხი გვიკიჟინებს დღეს, თითქოს პირველ არხზე უსუფაშვილმა საოცრებები ჩაიდინა, არადა ყველაფერი გამჭვირვალედ ხდება. პირველი არხი მათგან კონტროლდებოდა თავიდან ბოლომდე. ყველა საკუთარი სამრეკლოდან იყურება, ვერც კი წარმოუდგენიათ, რომ ხელისუფლებამ პირველი არხი არ უნდა აკონტროლოს.
არავინ არ უნდა აკონტროლოს საზოგადოებრივი მაუწყებელი და ეს არის ჩემი, როგორც საზოგადოების წევრის დიდი ინტერესი. პირველი არხი უნდა იყოს საზოგადოების სამსახურში და არა რომელიმე ხელისუფლების. ეს პროცესები დავიწყეთ ჩვენ და გაგრძელდება ასევე.
დღეს, ის ადამიანები, რომლებიც 2007 წელს ტელეკომპანია “იმედში” შევიდნენ და დაისაკუთრეს დამოუკიდებელი ტელევიზია, ამბობენ, უსუფაშვილს პირველი არხის ჯიბეში ჩადება უნდაო… ყველამ ბოდიში მოიხადოს…