(გურია ნიუსი, ჩოხატაური) _ ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ნოე რამიშვილის დაბადებიდან 130-ე წლისთავი აღინიშნა. ღონისძიებას ადგილობრივ ხელმძღვანელობასა და მოწვეულ სტუმრებთან ერთად ნოე რამიშვილის შვილიშვილი, მიშელ რამიშვილი ესწრებოდა, რომელიც საგანგებოდ ამ დღისთვის ჩამოვიდა საფრანგეთიდან.
ნოე რამიშვილის შთამომავალმა დიდი მადლობა გადაიხადა საინტერესო ღონისძიებისა და გულთბილი დახვედრისთვის და აღუთქვა საზოგადოებას, რომ იგი აუცილებლად დაუბრუნდება საკუთარ ფესვებს.