საკმაოდ ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები, ოზურგეთში 18 აგვისტოს, დაახლოებით 15 საათსა და 40 წუთზე დაფიქსირდა. მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლების მცხოვრებნი “გურია ნიუსთან” საუბარში ამბობენ, რომ ასეთი ძლიერი ბიძგები კარგა ხანია არ ახსოვთ.
“ისეთი ძლიერი ბიძგები იყო, რომ დაბნეულობისგან ვერ მივხვდი, რა უნდა გამეკეთებინა და ეზოში ჩამოვედი. ისე ჩამოვირბინე კიბეები, არაფერი არ მახსოვს. ავტომანქანა, რომელიც ეზოში მეყენა, ისიც კი ირყეოდა”, _ გვითხრა ერთ-ერთმა ოზურგეთელმა.
როგორც სეისმური მონიტორინგის ცენტრში ამბობენ, მიწისძვრა ამბროლაურიდან დასავლეთით 13 კილომეტრში, სოფელ ბაჯში მოხდა.