დაკავებულის ახლობლების თქმით, ოჯახის წევრებს მისი გადაყვანა კარდიოლოგიურ კლინიკა “გულში” სურდათ, თუმცა, პოლიციამ სასწრაფო დახმარების მანქანა გააჩერა, ადვოკატი მალხაზ ველიჩაჯანშვილი მანქანიდან ჩამოსვა და ონიანი ჩაფიძის სახელობის კარდიოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანა. ამ ფაქტის ამსახველი ვიდეო კადრები, ბაჩო ახალაის მეუღლემ, ანი ნადარეიშვილმა, წუხელ, ფეისბუქზე გაავრცელა.
ადვოკატ მალხაზ ველიჩაჯანშვილის თქმით დაკითხვის დაწყებამდე, გამომძიებელთან “უსიამოვნო საუბარი” შედგა, “გარკვეულ შეურაცხყოფებს ჰქონდა” ადგილი და სწორედ ამის შემდეგ დაეწყო ონიანს შეტევა.
ადვოკატ რომეო საჯაიას განცხადებით, პოლიციის ავტომანქანაში მყოფ ონიანზე ფიზიკური ზეწოლა განხორციელდა და მას მკლავზე დაჟეჟილობები აღენიშნება.
ონიანი სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით წუხელ დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურას ამ დრომდე არ გაუკეთებია განცხადება.