ვერძი
რელაქსის დროა. განიტვირთეთ. ეცადეთ გააკეთოთ ისეთი რამ, რაც სიამოვნებას განიჭებთ და დიდი ხანია არ გაგიკეთებიათ.
კურო
შესაძლოა პრობლემების გადაჭრა მოგიწიოთ, მაგრამ ყველაფერი თქვენ სასარგებლოდ დასრულდება.
ტყუპები
ამ დღეს მოგიწევთ საკუთარ თავში გარკვევა.
კირჩხიბი
პიროვნული განვითარების დროა. შესაძლოა მოგიწიოთ ისეთი საქმეების კეთება, რაც სამომავლოდ თქვენს კარიერულ პოტენციალს გაზრდის.
ლომი
შესაძლოა ზოგიერთმა ადამიანმა იმედები გაგიცრუოთ, მაგრამ ამის გამო გულს ნუ გაიტეხთ. სჯობს დაინახოთ ადამიანები ისეთები, როგორებიც სინამდვილეში არიან.
ქალწული
ეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე და ახლოს იყოთ საყვარელ ადამიანებთან. ცხოვრება ხანმოკლეა, ამიტომ არ ღირს უარყოფითზე ფოკუსირება.
სასწორი
დაკავდით საყვარელი საქმიანობით. გააკეთეთ ის, რაც თქვენთვის სასიამოვნოა.
მორიელი
კარგია თუ ეცდებით, დრო და საშუალება გამონახოთ რაიმე ისეთის შესასწავლად, რაც დიდი ხანია გსურთ. თქვენ ასევე ახალი ნაცნობობა გელოდებათ.
მშვილდოსანი
შესაძლოა შეგაქონ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, ვინ დაგეხმარათ მაშინ, როცა დახმარება გჭირდებოდათ.
თხის რქა
გაატარეთ დღე საყვარელ ადამიანთან ერთად.
მერწყული
მოსალოდნელია მცირე პროგრესი, რამაც შეიძლება კიდევ უფრო დიდი წარმატება მოგიტანოთ.
თევზები
დაკავდით ისეთი საქმიანობით, რაც ფიზიკურ აქტივობას და ბუნებაში მეტი დროის გატარებას მოითხოვს.