18 თებერვალს, პროტესტის მონაწილეებმა ისევ გადაკეტეს რუსთაველის პროსპექტი.
წვიმისა და ყინვის მიუხედავად, მოქალაქეები ისევ შეიკრიბნენ, რომ გააპროტესტონ საქართველოს კონსტიტუციის უგულებელყოფა, ევროპული ღირებულებებისა და ადამიანის საყოველთაო უფლებების მასობრივი დარღვევები საქართველოში.