ტელეფონის აფეთქების შედეგად 18 წლის გოგონა დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა METRO ავრცელებს.
მაუწყებლის თქმით, შემთხვევა ინდოეთში მოხდა.
როგორც ცნობილია, ის ტელეფონზე ახლობელს ესაუბრებოდა, როდესაც ტელეფონის ბატარეა დაჯდა. მან საუბრის დროს ტელეფონი დასატენად შეაერთა, რა დროსაც ის აფეთქდა.
როგორც გარდაცვლილის ძმა ამბობს, ტელეფონი NOKIA 3310 მოდელი იყო, თუმცა NOKIA 5233-ს ჰგავდა.
მწარმოებლის თქმით, ტელეფონი მათი წარმოებული არ იყო.
„ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ რომ ტელეფონი არ არის წარმოებული და გაყიდული HMD Global-ის მიერ. HMD Global ტელეფონების მწარმოებელი ახალი კომპანიაა, რომელიც, 2017 წელს შეიქმნა“,_ამბობენ NOKIA-ში.
როგორც ცნობილია, გოგონას ოჯახში პოლიცია იმყოფებოდა და მის ცხედარს გამოკვლევა უტარდება.