ილია ვაშაყმაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად დღეს დაინიშნა.
ეს გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით მიიღეს _ წინადადებას საკრებულოს სხდომაზე მყოფი 30 დეპუტატიდან, სამმა არ დაუჭირა მხარი, აქედან ერთი თავად ვაშაყმაძე იყო, ხოლო ორი _ ოპოზიციონერი კახა ღლონტი და ლელა ნაცვალაძე.
გადაწყვეტილების მიღებამდე, ნაცვალაძემ საკრებულოს თავმჯდომარეს ალეკო მამეშვილს მოსთხოვა გაეკეთებინა განცხადება, გრძნობდა თუ არა ტაკიძის დაკავების გამო პასუხისმგებლობას, რა დროსაც მას მამეშვილმა ინტერვიუზე მისვლა მოსთხოვა (?!) და სწორედ ამის შემდეგ შეპირდა საკრებულოს დეპუტატს განმარტებების გაკეთებას.
ჩვენი ინფორმაციით, გიორგი ტაკიძის სასამართლო პროცესი 30 აგვისტოს გაიმართება.