(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ 21 აგვისტოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ლეკიანის სატბორე მეურნეობის ეზოში, ნადირობის სეზონი უკვე მეათედ გაიხსნა. მონკავშირის თავმჯდომარემ, ბუხუტი ჯინჭარაძემ და საპატიო მონადირემ, ვიქტორ გობრონიძემ სეზონი გახსნილად გამოაცხადეს და მონადირეებს წარმატებები უსურვეს. მოკრძალებით გაიხსენეს გარდაცვლილი მონადირეები. ბუხუტი ჯინჭარაძემ წარმოადგინა უნიკალური და ძვირადღირებული თოფები.
სანადირო სეზონის გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს გურიის სამხარეო განყოფილების უფროსი, ნიკოლოზ ნოზაძე; დასავლეთ საქართველოს მთავარი პროკურორი ალექსანდრე იმედაშვილი; დასავლეთ საქართველოს პოლიციის უფროსი, მამუკა დარჩიაშვილი; ოზურგეთის სატყეო დეპარტამენტის უფროსი, ზაზა ვასაძე.
სეზონის გახსნა სამონადირეო ზალპით აღინიშნა.