გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ბეგის მამალაძის ფონდმა ბახმაროში რაჭველი მხედარი დააჯილდოვა

    გამოვლენილი დარღვევების გამო, შპს „ამბიკონ სტილსს“ საქმიანობის უფლება აღარ აქვს- დეპარტამენტი

    ნანა ბეგიაშვილი: სწავლისადმი უზომო სიყვარულმა 40 წლის ასაკში სტუდენტად მაქცია

    90 დაღუპული და 1850 დაშავებული – ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევი მიზეზები საქართველოში

    კორუფციული დანაშაული- პროკურატურამ კლინიკის ყოფილი თანამშრომლების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

    ოზურგეთელი მარიამ გოგუაძე საჭადრაკო ფესტივალის გამარჯვებულია

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    “როცა ერთმანეთს შეწყობილი ჟღერენ ჰანგები” _ დასვენებაზე ამღერებული მასწავლებლები ლანჩხუთის მესამე სკოლაში

    მაშო პაიჭაძე _ პატარა მლოცველ-მგალობელი

    ცეცხლოვანი შოუ და ბაიკერების მარში – ასე დახვდა ნეაპოლი თავის გმირებს

    “ჩემო სიყვარულო თბილისო” _ სოფი ლორენის ვაჟი თბილისს ქართულად უმღერის

    “ტვ პირველის” ჟურნალისტზე მოძალადე რადიკალი თავისუფალია

    ირკუტსკში სამხედრო კომისარი მოკლეს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    ბებიას წესი და მარიფათი: „საფერცვალებოდ, პირველ რიგში,  ჭყინტი სიმინდი და კვახი უნდა მოვხარშო“

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    „ერთხელ პარლამენტში“

    „მოჭიდავეები გააფრთხილეს რომ ტურნირის დღეებში შავი ღვინო დიდი რაოდენობით მიეღოთ“

    16 თავ-ხელმოკვეთილი ლიხაურელი _ გურიის დრუჟინის მთავარი მეგზურები

    „ქალაქში აღმაშენებლის ძეგლი არ დგას და ლენინის მოედანზე უზარმაზარი ქანდაკებაა წამოჭიმული!“

    „არ შეიძლება ყველა გურული ენამოსწრებული იყოს, ეს შენ აგდის ხუმრობა ხელზე და მერე გურულებს აბრალებო…“

    ალექსანდრე დიუმა თბილისში

  • ფეისბუქსტატუსები

    4 წლის შვილს ვემალები, რომ არ მკითხოს, დედა სად არისო _ გარდაცვლილი ექიმის მეუღლის ემოციური პოსტი

    “ასწავლეთ შვილებს… მაგრამ ჯერ თავად ისწავლეთ” _ რას წერს პეტრე კოლხი

    სუს-ის ზღაპრებისა არ ვიცი, მაგრამ ესენი ნამდვილად გაიჩალიჩებენ “ანაბრების რევოლუციას” –გოცირიძე

    “რაც ამ განცხადებაში წერია, უბრალოდ საღადაოა” – უგულავა

    “გამთენიისას, 16 სექტემბერს ჩემი ბიჭი “ცასწავიდა!” – იზა ომაძე ხელისუფლებას მიმართავს

    „ფეხბურთელი რომ წიგნს კითხულობს, ასეთ სიხარულს და აჟიოტაჟს რატომ იწვევს?“ – გვარამია კვარაცხელიაზე

  • 21-ს ქვევით

    პირველ კლასში 1-ელ დეკემბრამდე დაბადებული ბავშვებიც შევლენ – მინისტრის განცხადება

    მოსწავლეებისთვის პროფესიული განათლება სავალდებულო გახდება – განათლების მინისტრი

    ლელა იმედაშვილი: „სასწავლო პროცესი დიწყო, 690 პირველკლასელი შეაბიჯებს ოზურგეთის სკოლებში“

    სამტრედიაში რამდენ სკოლას არ ჰყავს წელს პირველკლასელი?

    „სიცოცხლე გრძელდება“:  ახალი სასწავლო წლის მაუწყებელი ზარი დაირეკა

    ოზურგეთელი ჩემპიონი ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა და ახალი გამარჯვებისთვის იბრძვის

  • მსოფლიო

    საწვავის საცავში აფეთქებას 20 ადამიანი ემსხვერპლა (ყარაბაღი)

    „დაიკეტა სკოლები“ – ინდოეთი მომაკვდინებელ ღამურის ვირუსს ებრძვის

    ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა – დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი (ყარაბაღი)

    ასტრონომებმა ციური სხეულების ახალი ჯგუფი აღმოაჩინეს

    შეიარაღებული პირები მონასტერში შეიჭრნენ- რა ხდება კოსოვოში

    მსოფლიოში იმაზე ნაკლები ყინულია, ვიდრე მეცნიერები აქამდე ფიქრობდნენ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ლელა იმედაშვილი: “გარემო და მატერიალური ბაზა სკოლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გადამწყვეტი”

6:08; 29.08.2011
21-ს ქვევით
Share on FacebookShare on TwitterEmail

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახალი სასწავლო წლიდან ბევრ სიახლეს გვპირდება. როგორც ამბობენ, სიახლეები სწავლის პროცესის გამკაცრებით დაიწყება. ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ლელა იმედაშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ სამინისტრო ბავშვებისთვის სრულყოფილი განათლების მისაცემად ყველაფერს აკეთებს.

_ ქალბატონო ლელა, როგორც ცნობილია, ინგლისური ენის სწავლება პირველი კლასიდან სავალდებულო ხდება. როგორ ფიქრობთ, რამდენად მისაღებია “აი იასთან” ერთად ინგლისურის სწავლება?

_ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, ახალი სასწავლო წლიდან 1-6 კლასებში ინგლისური ენის სწავლება სავალდებულო ხდება. VII კლასიდან სკოლა ასწავლის ნებისმიერ უცხო ენას, მათ შორის, რუსულსაც. რუსულის სწავლება სკოლებიდან არ ამოვარდნილა _ შესაბამისად, ეს ,,შიში,, უსაფუძვლოა. მეორე უცხო ენას სკოლა ყოველთვის აირჩევს თვითონ, თავისი საჭიროებებიდან გამომდინარე.

_ ბევრს მიაჩნია, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. თქვენ როგორ ფიქრობთ, თუკი აქამდე დაწყებით კლასში რუსული ენის სწავლების აუცილებლობა იყო, ახლა რა ხდება, რა შეიცვალა?

_ ინგლისური ენის პრიორიტეტულობა დღევანდელი რეალობით არის გამოწვეული. საგანმანათლებლო რესურსები, კომუნიკაცია სხვა საგანმანათლებლო ქსელებთან ინგლისურის კარგი ცოდნით არის შესაძლებელი. ჩვენ კონკურენტუნარიანი თაობა უნდა გვყავდეს, რომელსაც ექნება შესაძლებლობა, თამამად გახდეს კონკურენტი მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის თანატოლისა. რაც შეეხება სხვა ენებს, არც ერთი ენა სკოლებიდან არ გადის. VII კლასიდან სკოლა, მოსწავლე და მშობელი თავად წყვეტს, რომელი უცხო ენა იყოს მისთვის მეორე. სკოლა ვალდებულია, მოსწავლეს მისცეს 2 უცხო ენის კარგად შესწავლის შესაძლებლობა.

_ ცნობილია, რომ სწავლებაში შემოდის თურქული და იტალიური… რატომ მაინცდამაინც ეს ენები?

_ ამ ენების სტანდარტი შემუშავდა ახლა და სკოლებს შესაძლებლობა მიეცათ თურქული და იტალიური ენების არჩევის. აქამდე, სურვილიც რომ ჰქონოდათ, ამ ენების სტანდარტი არ არსებობდა. მეორე ენის არჩევა სკოლის პრეროგატივაა და ამაში სამინისტრო არ მონაწილეობს.

_ რატომ უნდა ისწავლებოდეს ქართულ სკოლებში მაინცდამაინც თურქული ენა?

_ ჩვენს სკოლებში”მაინცდამაინც” თურქული ენა არ ისწავლება.

_ ქალბატონო ლელა, არსებული ინფორმაციით, კერძო სკოლებს დაფინანსება უმცირდებათ. მათ შორის, საპატრიარქოსთან არსებულ სკოლებსაც… რა არის ამის მიზეზი?

_ ასეთი ინფორმაცია მე ნამდვილად არ მაქვს. მთავრობის დადგენილებით, კერძო სკოლებს ეძლევათ ვაუჩერი 300 ლარის ოდენობით. ეს დღემდე ასე გრძელდება.

_ მასწავლებლებს საშვებულებო ხელფასების აღება რატომ დაუგვიანდათ?

_ ეს ობიექტური მიზეზებით იყო გამოწვეული. კერძო სკოლებს ავტორიზაცია უნდა გაევლოთ. ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობდა ბაზების დაზუსტება. ეს იყო და ეს.

_ გამკაცრდება თუ არა სასწავლო პროგრამა და რა კეთდება საგანმანათლებლო სფეროში იმისთვის, რომ მოსწავლეების წიგნიერების დონე, რომელიც საერთაშორისო კვლევების თანახმად დაბალია, გაიზარდოს?

_ სკოლაში სასწავლო დისციპლინა ნამდვილად გამკაცრდება. საატესტატო გამოცდებიც ერთი ნაბიჯია იმისკენ, რომ სკოლას ზოგადსაგანმანათლებლო ფუნქცია დაუბრუნდეს. სამინისტრომ უკვე გააუქმა საგნების ტრიმესტრული სწავლება, შემოიღო აბიტურის საათები, გაამკაცრა ნიშნების წერის სისტემა და მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის სტატუსი დაუბრუნა ჟურნალს. იზრუნა პედაგოგთა გადამზადებაზე. სერტიფიცირების პროცესიც აქტიურ ფაზაშია. იმედი მაქვს, ეს ყველაფერი ეტაპობრივად აისახება მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაზე.

_ რა ბედი ელით იმ პედაგოგებს, რომლებმაც სერტიფიცირება ვერ გაიარეს?

_ სამინისტრო ჯერ მასწავლებლებს არჩევნის შესაძლებლობას აძლევს _ პროცესი ნებაყოფლობითია. თუმცა, წლევანდელი სერტიფიცირებული პედაგოგები უპირობოდ მიიღებენ სრულ განაკვეთს სკოლებში.

_ სრული განაკვეთი რუსული ენის სერტიფიცირებული პედაგოგებსაც ექნებათ?

_ რა თქმა უნდა. ნებისმიერი საგნის სერტიფიცირებული პედაგოგი მიიღებს სრულ განაკვეთს.

_ როგორც ჩვენთვის ცნობილია, სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილებს კვლავ გადაეცემათ საჩუქრად სახელმძღვანელოები…

_ ქვეყნის მასშტაბით, სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილები სახელმწიფოსგან მიიღებენ საჩუქრად წიგნებს. სიახლეა ის, რომ ყველა პირველკლასელი და ამ კლასის ხელმძღვანელი მიიღებს საჩუქრად ნოუთბუქს. უკვე დაწყებულია ტრენინგები მასწავლებლებისთვის, რომელიც ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. მთელი ზაფხულის განმავლობაში სხვადასხვა საგნის მასწავლებლებისთვის ტარდებოდა ტრენინგები. იცით, რომ ახალი სასწავლო წლიდან შემოდის ახალი საგანი, მართვის სწავლება. პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, ინგლისური ენის ყველა პედაგოგმა გაიარა ტრენინგები. უკვე დაიწყო ტრენინგები საინფორმაციო ტექნოლოგიებში, რათა მასწავლებლებმა გაკვეთილების დაგეგმვა, ელექტრონული გაკვეთილების შედგენა და პრეზენტაციების მომზადება იცოდნენ. ყველა ეს ტრენინგი პედაგოგებისთვის უფასოა.

_ გასულ წელს სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის წიგნების გადაცემის პროცესი შეფერხებით ხდებოდა.

_ წლევანდელ ხარვეზებთან დაკავშირებით, ჯერ ვერაფერს გეტყვით. ჩვენ მოვამზადეთ ბაზები, ეს მოხდა 10 ივნისს და გადავაგზავნეთ სამინისტროში. გარდა ამისა, ჩვენ გავაკეთეთ კიდევ ერთი ბაზა _ როგორც მოგეხსენებათ, წინა წელს სოციალურად დაუცველს ბავშვებს წიგნები უფასოდ გადაეცათ, ეს წიგნები სკოლებში დარჩა. სკოლები ამ წიგნების გათვალისწინებით მიიღებენ დამატებით წიგნებს. ეს პროექტი შარშან დაიწყო და რაღაც ხარვეზები იყო, მაგრამ წელს, ვფიქრობ, ეს აღარ იქნება. როგორც ვიცი, აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის დასაწყისში ჩვენ წიგნებს მოგვაწოდებენ.

_ ხშირად ხდება, რომ უმეტესი პროგრამები და პროექტები საქართველოს რამდენიმე ქალაქში ხორციელდება. გურიაში _ მოგვიანებით. მაგალითად, მანდატური ჯერ კიდევ არ არის შემოსული.

_ ზოგადად, განათლების სამინისტრო არჩევს, სად რომელი პროექტი გახორციელდეს, რაც შეეხება მანდატურებს, შეიძლება, ეს იყოს დამოკიდებული დანაშაულის პროცენტულობაზე სკოლებში. მე არ ვიცი კრიტერიუმები, მაგრამ როცა რაღაც სიახლე იწყება, ყოველთვის იწყება სინჯით ანუ აპრობაციით. მე მახსოვს კარგად, არ გვინდა მანდატურებიო, ამბობდნენ და ახლა გვინდა? თუ როგორ არის საქმე?!

_ ცნობილია, რომ დირექტორები მოსწავლეების მიერ საატესტატო გამოცდებში მიღებული დაბალი ქულების გამო გაათავისუფლეს. პროფესიით თავადაც პედაგოგი ბრძანდებით და როგორ ფიქრობთ, ამ შემთხვევაში პედაგოგებს პასუხი არ უნდა ეგოთ?

_ განათლების სამინისტროს უფლებამოსილება, ვგულისხმობ ადმინისტრაციული სასჯელის დადება-არდადების საკითხს, დირექტორებთან სრულდება. დანარჩენი დირექტორების გადასაწყვეტია.

_ ერთმა პედაგოგმა, გაზეთ “გურია ნიუსთან” საუბრისას აღნიშნა, რომ პრეზიდენტი და შაშკინიც რომ ჩამოსულიყვნენ, უკეთეს შედეგს ვერ აჩვენებდნენ და ამის მიზეზად სკოლის ავარიული შენობა და უკომფორტობა დაასახელა…

_ ძალიან ბევრ სკოლაში, სადაც შენობებით და მატერიალური ბაზებით ვერ დავიკვეხნით, შესანიშნავი შედეგები დაიდო. არიან სკოლები, რომლებსაც არც ერთი მოსწავლე არ ჰყავს ჩაჭრილი და ამ დროს მათი შენობები გაცილებით უარესია, ვიდრე ცუდი შედეგების მქონე სკოლებისა. გარემო და მატერიალური ბაზა სკოლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ვფიქრობ, არა გადამწყვეტი.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

21-ს ქვევით

პირველ კლასში 1-ელ დეკემბრამდე დაბადებული ბავშვებიც შევლენ – მინისტრის განცხადება

10:19; 18 სექტემბერი, 2023
21-ს ქვევით

მოსწავლეებისთვის პროფესიული განათლება სავალდებულო გახდება – განათლების მინისტრი

09:55; 18 სექტემბერი, 2023
21-ს ქვევით

ლელა იმედაშვილი: „სასწავლო პროცესი დიწყო, 690 პირველკლასელი შეაბიჯებს ოზურგეთის სკოლებში“

13:13; 15 სექტემბერი, 2023
21-ს ქვევით

სამტრედიაში რამდენ სკოლას არ ჰყავს წელს პირველკლასელი?

11:47; 15 სექტემბერი, 2023
21-ს ქვევით

„სიცოცხლე გრძელდება“:  ახალი სასწავლო წლის მაუწყებელი ზარი დაირეკა

11:09; 15 სექტემბერი, 2023

ქართული დელეგაცია ლიტვაში მიემგზავრება

გურია ახალი სკანდალის მოლოდინში

ყველა სიახლე

სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაღუპულია 3 ადამიანი

22:57; 26.09.2023
ზაფრანი

ვისთვის იქნება ეს დღე იღბლიანი _ 27 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

22:44; 26.09.2023
ფინანსები

რა ეღირება დოლარი და ევრო 27 სექტემბერს

22:34; 26.09.2023
საზოგადოება

რა ტიპის რადიატორი მჭირდება სახლისთვის

21:53; 26.09.2023
საზოგადოება

სანდრა რულოვსმა “ვივამედში” მიხეილ სააკაშვილი მოინახულა

19:39; 26.09.2023
საზოგადოება

ჩოხატაურში საბერძნეთიდან წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ფაჩუჩი ჩამოაბრძანეს

17:58; 26.09.2023
მსოფლიო

საწვავის საცავში აფეთქებას 20 ადამიანი ემსხვერპლა (ყარაბაღი)

17:24; 26.09.2023
ფინანსები

თიბისის მხარდაჭერით გურიაში ჩაის წარმოება გაფართოვდა

16:35; 26.09.2023
პოლიტიკა

ხმაურით დასრულებული საკრებულოს სხდომა ლანჩხუთში

16:16; 26.09.2023
ბახვიჰესი

ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა

15:37; 26.09.2023
საზოგადოება

სასწრაფოს ექიმებმა მოზარდს გაჩერებული გული აუმუშავეს და გადაარჩინეს

14:16; 26.09.2023
საზოგადოება

„მთელ დარჩენილ ცხოვრებას დავთმობდი, გამერკვია, რას მწერდა ზაზა იმ წერილებში“

13:54; 26.09.2023
პოლიტიკა

პაპუაშვილი: როცა პრეზიდენტი კონსტიტუციას გადააბიჯებს, შედეგი ქართველი ხალხის სასარგებლო არ იქნება

13:42; 26.09.2023
ზაფრანი

უცნაური და დაუჯერებელი აღმოჩენა

13:42; 26.09.2023
ზაფრანი

გასაბერი ცათამბჯენები

13:34; 26.09.2023

დღის ფოტო

დღის ფოტო

დილის სტუმარი ლია ბებოსთან _ ფოტო ბახმაროდან

14:57; 8.09.2023
0

საქართველოში 3 ტყუპი დაიბადა

16:36; 16.08.2023

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

4 წლის შვილს ვემალები, რომ არ მკითხოს, დედა სად არისო _ გარდაცვლილი ექიმის მეუღლის ემოციური პოსტი

14:58; 25.09.2023
0

“ასწავლეთ შვილებს… მაგრამ ჯერ თავად ისწავლეთ” _ რას წერს პეტრე კოლხი

16:46; 21.09.2023
გურია ნიუსი

[email protected]
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2023 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო