(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ ოზურგეთის ყოფილი გამგებლის, ამჟამად ბრალდებული გიორგი ტაკიძის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში, 30 აგვისტოს, 12 საათზე იყო დაგეგმილი. თუმცა, როგორც საქალაქო სასამართლოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, პროცესი ბრალდებულის ადვოკატის მოთხოვნით გადაიდო და სავარაუდოდ, 20 სექტემბრამდე ჩატარდება.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ტაკიძე გლდანის ციხეში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად არადამაკმაყოფილებელია. შესაძლოა, სწორედ ეს გახდა სასამართლო პროცესის გადადების ერთ-ერთი მოტივიც.