(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ გავრცელებული ინფორმაციით, სასერტიფიკაციო გამოცდებზე, ბევრმა ოზურგეთელმა პედაგოგმა ვერ გადალახა ბარიერი. რამდენიმე მასწავლებელმა უკვე გაასაჩივრა საკუთარი შედეგი.
როგორც ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლელა იმედაშვილი ამბობს, ინფორმაცია, თუ რამდენი მასწავლებელი მონაწილეობდა სასერთიფიკაციო გამოცდებში და ვინ რამდენი ქულა დააგროვა, კონფიდენციალურია. მინისტრის ბრძანებით, სკოლა უკვე ვალდებულია, სერტიფიცირებულ მასწავლებელს მისცეს სრული განაკვეთი.
კითხვაზე, სანამდე უნდა იყოს კონფიდენციალური ბარიერვერგადალახული პედაგოგების ვინაობა, რა ბედი ელის მათ, იმედაშვილმა გვიპასუხა, რომ 2014 წლიდან სკოლებში მხოლოდ სერტიფიცირებული მასწავლებლები იმუშავებენ.