(გურია ნიუსი, ჩოხატაური) _ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსი ზურაბ ჩანტლაძე პრეზიდენტმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა. ჩანტლაძის დაჯილდოების მოტივი კეთილსინდისიერი მუშაობაა.
აღსანიშნავია, რომ ზურაბ ჩანტლაძე ის ერთადერთი ჩინოვნიკია, რომელიც თანამდებობას რამდენიმე ათეული წელია უცვლელად ინარჩუნებს _ იგი საფინანსო სამსახურს 32 წელია ხელმძღვანელობს.