(გურია ნიუსი, ჩოხატაური) _ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, რამაზ ნიკოლაიშვილი “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობს, რომ ჩოხატაურში, კულტურის სახლის მშენებლობა მალე დაიწყება:
_ პროექტის მომზადებამ საკმაოდ დიდი დრო წაიღო. ჩოხატაურის კულტურის სახლის დაპროექტებაში უკვე ჩაერთო თბილისელი არქიტექტორების ჯგუფი. ეს შენობა იქნება ერთ-ერთი საუკეთესო და ყველაზე თანამედროვე კულტურის სახლი მთელ საქართველოში, _ აღნიშნა ნიკოლაიშვილმა.
მისივე განმარტებით, პროექტის დასრულებისთანავე გამოცხადდება ტენდერი და დაიწყება სამშენებლო სამუშაოები: _ სავარაუდოდ, ეს პროცესები ერთ თვეში დასრულდება და ჩოხატაურელთა დიდი ხნის სურვილის ასრულებაც მალე დაიწყება, _ გვითხრა მინისტრმა.