(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ პირველ ლიგაში ეროვნული ჩემპიონატის მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა. “გურიამ” მორიგი საშინაო შეხვედრა გამართა _ ჩვენებურებმა ტყიბულის “მეშახტე” 3:0 დაამარცხეს. ამავე ტურში ერთ-ერთი ლიდერი “გაგრა” საკუთარ მოედნზე დამარცხდა ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფ “იმერეთთან”, ხოლო ასევე ერთ-ერთი ლიდერი მარტვილის “მერანი” ისვენებდა. ამან საშუალება მისცა “გურიას” ლიდერებს კიდევ უფრო მიახლოებოდა _ “მერანს” 31 ქულა აქვს, “გაგრას” 30, ხოლო “გურია” 28 ქულით მესამე ადგილზეა. მომდევნო ტურში “გურია” მარტვილს სტუმრობს და მოგების შემთხვევაში, გალიდერდება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ “გურია” მეორე წრეში საკუთარ მოედანზე მიიღებს ამჟამინდელ ორივე ლიდერსა და მდევარ “ბათუმსაც”, რაც უთუოდ დამატებითი უპირატესობაა.
ამავე ტურში დიდი ანგარიშით მარცხი განიცადა “მერცხალმა” _ ჩვენებურებმა გორში 0:5 წააგეს. გუშინდელ ტურში უკვე ოზურგეთელები ისვენებდნენ, ხოლო სეზონის წლევანდელ ნაწილს, 6 დეკემბერს, ხარაგაულის “ჩხერიმელასთან” საშინაო შეხვედრით დაასრულებენ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved