(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ გასულ შაბათს, დილით ადრე, ქალაქ ლანჩხუთის ცენტრალურ სკვერში მდებარე საბავშვო ატრაქციონები და იქვე პარკში მდებარე სცენის ირგვლივ განათებები დაამტვრიეს, ჩამოხსნეს უმწეოთა სასადილოს აბრა, დააზიანეს ნოე ჟორდანიას ბიუსტი, გამგეობასთან დაამტვრიეს განათებები. სამწუხაროდ, დამნაშავეებისთვის ხელის შეშლა ვერავინ მოახერხა და მათი დაკავება მოგვიანებით მოხდა _ ისინი 15 წლის მოზარდები აღმოჩნდნენ.