(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ლანჩხუთის “გურიამ” მორიგი გასვლითი შეხვედრა ხონში ადგილობრივ “იმერეთთან” გამართა. სამწუხაროდ, ჩვენებურებმა გამარჯვების მოპოვება ვერც ამჯერად მოახერხეს _ შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ჩვენებურები ორჯერ აგებდნენ და გიგლა იმნაძის შეგირდებმა ორივეჯერ მოახერხეს წონასწორობის აღდგენა. მორიგ შეხვედრას გუნდი კვირას, 4 სექტემბერს ლანჩხუთში გამართავს და თბილისის “ნორჩ დინამოელს” უმასპინძლებს. ეს იქნება ჩვენებურთა პირველი საშინაო შეხვედრა ამ სეზონში. შეგახსენებთ, რომ ხონამდე “გურიამ” 0:0 ითამაშა ბათუმში “ადელთან”.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved