(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ როგორც გურიის გუბერნატორმა, ვალერი ჩიტაიშვილმა თქვა, მალე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ნიგოითის ტერიტორიულ ორგანოს ახალი ოფისი ექნება: _ რამდენიმე წუთის წინ გახლდით ნიგოითში, ასე რომ, ინფორმაციას ექსკლუზიურად გაწვდით _ ნიგოითს ტერიტორიული ორგანოს იფისის პრობლემა ჰქონდა და ამ საკითხს მალე მოვაგვარებთ. თემს მალე ახალი ადმინისტრაციული შენობა ექნება. ეტაპობრივად, ანალოგიურად გავაგრძელებთ სხვა თემებშიც, _ გვითხრა გუბერნატორმა.