(გურია ნიუსი, ჩოხატაური) _ საკრებულოსთვის “უსირცხვილოდ” წარდგენილი და დანიშნული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, ილია ვაშაყმაძე დღემდე სხვის კაბინეტში ზის. ვაშაყმაძის ადგილსამყოფელ ოთახზე გაკრული აბრა მიანიშნებს, რომ კაბინეტი, გამგებლის მოადგილეს, ლადო ქვილორიას ეკუთვნის. როგორც მდივანმა გვითხრა, ქვილორია ქვევით, პირველ სართულზე საინფორმაციო სამსახურის მიმღებში “ჩააჩოჩეს” და მისი კაბინეტი ისე გადაულოცეს ვაშაყმაძეს, რომ აბრის შეცვლა არავის გახსენებია. აღსანიშნავია, რომ ახალი აბრა არც ქვილორიას ახალ ოთახზეა გაკეთებული.
როგორც ჩანს, გამგეობაში ჯერ კიდევ ძველი დროით მუშაობენ. დროით, კოლექტიური წერილების წერაც მისაღებია _ გამგებლის ორი მოადგილემ, მიხეილ გოგოტიშვილმა და ლაშა ღლონტმა გამგებლის მოვალეობის შესრულებაზე ერთობლივი განცხადება დაწერეს, ქვეშ ხელი მოაწერეს (სხვათაშორის, ერთი კალმით) და ისე გაატარეს რეგისტრაციაში.