(გურია ნიუსი, ჩოხატაური) _ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი, გია გიორგაძე ჩვენ გაზეთში გასულ სტატიას _ “ჩოხატაურში მამაკაცი შიმშილისგან გარდაიცვალა”, გამოეხმაურა. გამგებლის განმარტებით, იმის გამო, რომ სტატიაში გარდაცვლილის ვინაობა და მისამართი არ იყო მითითებული, შეუძლებელია, გამგეობამ დახმარება გაუწიოს აღნიშნულ ოჯახს: _ ჩვენ დაინტერესებულები ვართ აღნიშნული ოჯახის დანარჩენი წევრების ბედით და ამიტომ, გთხოვთ, მოგვწეროთ მისი ვინაობა და მისამართი, _ ნათქვამია გიორგაძის მიერ გამოგზავნილ წერილში.
გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახს ვინაობის გახმაურება არ სურს და ისინი კონფიდენციალურობის დაცვას მოითხოვენ. ამის გათვალისწინებით, ჩვენ გიორგაძის წერილის შესახებ ინფორმაცია გარდაცვლილის ოჯახის წევრებს პირადად შევატყობინეთ და ვუთხარით, რომ გამგეობა მათ დასახმარებლად მზად არის.