სამტრედიის ,,სამტრედიამ” დღეს ქუთაისის ,,მართვეს” დიდი ანგარიშით, 5:2 მოუგო და ჯემალ ხერხაძის სახელობის ფესტივალის გამარჯვებული გახდა.
U 10-თი 2012 წლიანებში სამტრედიის ,,სამტრედიამ ” 19 თამაშიდან 18 მოიგო და ჯემალ ხერხაძის სახელობის ფესტივალის თასს დაეუფლა.
გუნდის მთავარი მწვრთნელი ლერი მეგენეიშვილი, მწვრთნელები ოთიკო ზაქარეიშვილი, მიხეილ ბანძავა, გიგა ხურცილავა.
,,რაც შეეხება დღევანდელ თამაშს, ქუთაისის ,,მართვესთან” თავიდანვე დიდი უპირატესობით დავიწყეთ და გამარჯვებაც მოვიპოვეთ,”- აღნიშნა ,,გურია ნიუსთან” საუბრისას გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლერი მეგენეიშვილმა.
ავტორი