ხულოს მუნიციპალიტეტში, ახალგაზრდა ბიჭი გარდაცვლილი ნახეს. ინფორმაციას მომხდარის შესახებ ajaratimes ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, შემთხვევა სოფელ ხიხაძირში მოხდა.
ამ დროისთვის უცნობია მომხდარის მოტივი, ასევე, უცნობია აქვს თუ არა ცხედარს სხეულზე დაზიანებები.
ასევე მაუწყებლის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ აღნიშნულ ფაქტზე ჯერჯერობით გამოძიების მუხლებს ვერ იტყვიან.