(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ იმ ფონზე, როცა ხელისუფლება, დღეში რამდენჯერმე აკეთებს განცხადებას, სექტემბრიდან პენსიის 100 ლარამდე გაზრდის თაობაზე, ოზურგეთში უკვე გაძვირდა პურის ფქვილი და ქატო.
თუ ფასის მატების ზრდა დღევანდელი სისწრაფით გაგრძელდა, მომატებულ პენსიას დაკლებული უფრო დაერქმევა: “პენსია, ძირითადად, პურის ფულად გვჭირდება და თუ პურის ფქვილს შარშანდელივით ცეცხლის ფასს დაადებენ, რომელ მომატებაზე გვესაუბრება მთავრობა?! ამდენი პიარით ენას მაინც ნუ იღლის მთავრობა, მოხუცებს ისედაც დაღლილ და ხანდაზმულ ნერვებს ნუ გვიშლიან,” _ ამბობს ჩვენთან საუბარში ერთ-ერთი პენსიონერი.