https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპი – ირანისკენ ბევრი გემი მიცურავს, კარგი იქნება, თუ მათი გამოყენება არ დაგვჭირდება

    რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქი დაბომბა – დაიღუპა სამი ადამიანი

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მატარებლის ვაგონში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას არანაირი გამართლება არ აქვს

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპი – ირანისკენ ბევრი გემი მიცურავს, კარგი იქნება, თუ მათი გამოყენება არ დაგვჭირდება

    რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქი დაბომბა – დაიღუპა სამი ადამიანი

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მატარებლის ვაგონში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას არანაირი გამართლება არ აქვს

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

უსახელო მძარცველები უპატრონო ბახმაროში

5:09; 8.09.2011
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

რამდენიმე თვე გავატარე მაღალმთიან გარემოში, სადაც არის ულამაზესი მთები, შეუდარებელი ზღვის ჰაერი, მობიბინე ალპური ბალახები და წიწვოვანი ტყეები. ვფიქრობ, რომ ვალი ბახმაროს, სანახევროდ მაინც, ვერ დავუბრუნე, ” _ წერს საქართველოს ექსპრეზიდენტი, ედუარდ შევარდნაძე თავის წიგნში “ჩემი არჩევანი”.

მსგავსი ვალი ბახმაროსთან ბევრ ჩინოსანს აქვს, თუმცა, მის გადახდაზე არავინ ფიქრობს _ უნიკალური კურორტი, რომელიც ზღვის დონიდან 2 050 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, კარგა ხანია უპატრონოდ არის მიტოვებული და ჩინოსნებს, ის მხოლოდ საქეიფოდ ახსენდებათ.

_ ბახმარო რესპუბლიკური მნიშვნელობის კურორტია და საქართველოს კურორტებს შორის ყველაზე მაღალია. კურორტი, ჰავის პირობებით, ეკუთვნის მაღალი მთის კლიმატს, სადაც დამატებით დიდი გავლენას ახდენს ფილტვებზე შავი ზღვის ჰავა. კურორტის სამკურნალო ჩვენებანი გამოიხატება იმაში, რომ ის უდიდეს გავლენას ახდენს ფილტვების, პერიტონიტებით, მალარიით, მეორადი ანემიით დაავადებულებზე. აქ დიდი რაოდენობით მატულობს სისხლის წითელი ბურთულების რიცხვი და ჰემოგლობინის რაოდენობა, _ აღნიშნულია სხვადასხვა მეცნიერთა ჩანაწერებში, რომლებიც წლების მანძილზე იკვლევდნენ კურორტს.

მიუხედავად იმისა, რომ კურორტზე განკურნებული ადამიანების რიცხვი დიდია და ეს მეცნიერულადაც დადასტურებულია, ამ ხელისუფლებისთვის, ეს უნიკალური კურორტი, ნაკლებ მნიშვნელოვანია. დაავადებული ნაძვნარი, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, დაზიანებული ელექტროსადენები, ავარიული გზები _ ეს ბახმაროს რეალობაა, რეალობა, რომელზეც ხმამაღლა საუბარი არცერთ ჩინოსანს არ სურს.

მიუხედავად უკომფორტობისა, ყოველ სეზონზე კურორტს ათასობით დამსვენებელი სტუმრობს. მათ შორის, ხელისუფლების მაღალჩინოსნების ოჯახის წევრები (თუმცა, ისინი ფეშენებელურ ვილებში ისვენებენ).

უკვე მერამდენე წელია, ბახმაროს ტრადიციულ დღესასწაულზე, რომელიც 19 აგვისტოს იმართება, ამაოდ ელოდებიან საქართველოს პრეზიდენტს. მიხეილ სააკაშვილს, როგორც ჩანს, გურია და გურულები ყველაზე ნაკლებად ადარდებს. შესაბამისად, არ ინტერესდება ჩვენი მხარის რამდენიმე მნიშვნელოვანი კურორტით, რომლის მოწესრიგების შემთხვევაში, გურიის ეკონომიკა ბევრად წინ წაიწევს.

მედიის არქივში, ბახმაროსთან დაკავშირებული პრეზიდენტის მიერ გაკეთებული ერთადერთი კომენტარია, რომელშიც, სააკაშვილი ბახმაროდან ურეკამდე პირდაპირი ტრასის გაკეთებას გვპირდებოდა. მას შემდეგ, დიდმა დრომ გაიარა და როგორც აღვნიშნეთ, პირდაპირი ტრასა კი არა, კურორტი, პრაქტიკულად, უპატრონოდაა დატოვებული.

ჩოხატაურის ხელისუფლება “ხელსიბანს”, ბახმარო ჩვენს ბალანსზე არ არის და პასუხი ეკონომიკის სამინისტროს მოსთხოვეთ, რასაც ვაკეთებთ იმისთვისაც მადლობა გვითხარითო. კი ბატონო, მადლობა იმისთვის, რომ წელს, წყალი 15 აგვისტოს “სიმწრით” წამოვიდა ახალ ქსელში; მადლობა იმისთვის, რომ თითოეული კოტეჯიდან 60, ზოგან _ 80 ლარი წაიღეს ელექტროენერგიისთვის და ნახევარჯერ დენი არ იყო; მადლობა იმისთვის, რომ ფერისცვალების დღესასწაულის მეორე დღეს, მთელი კურორტი ნაგვით იყო სავსე და ა.შ. მსგავსი “სამადლობელი” ძალიან ბევრია…

თუმცა, ყველაზე დიდ მადლობას “უთოფო ყაჩაღობა” იმსახურებს, რომლის დახმარებით, ბიუჯეტში თითქმის 20 000 ლარი შევიდა, ხოლო არავინ იცის რამდენი წავიდა მავანის ჯიბეში, რადგან “ინკასატორები” სხვადასხვა, დღემდე დაუდგენელი პირები იყვნენ. ყველანაირი მოწმობის გარეშე მიდიოდნენ და დენის ფულის კრებდნენ, თუმცა, თანხის გადახდის ქვითარს არცერთი მათგანი არ იძლეოდა.

წლეულს, კურორტზე დენი ნახევარჯერ არ იყო; ხან, ტრასფორმატორი აფეთქდა, ხან _ ხაზი გადაიწვა. თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია, რომ დამსვენებლებიდან ათასობით ლარი აეკრიფათ. უნდა ითქვას ისიც, რომ სიტუაცია განსაკუთრებით 25 აგვისტოს შემდეგ გართულდა. თითოეული კოტეჯიდან (საიდანაც უკვე აღებული ჰქონდათ 60-70-80 ლარი) ერთ დღე-ღამეში 4-5 ლარს ითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, დენს თიშავდნენ.

ბახმაროში არ არსებობს აღრიცხვის ჟურნალი და არავინ იცის რამდენი კოტეჯი დგას. ხელისუფლებამ არც დამსვენებელთა ზუსტი ციფრი იცის. იციან მხოლოდ ის, რომ დიდი რაოდენობის ელექტროენერგია დაიწვა (?!). ამას სამ ტრანსფორმატორზე დადგმული კომუნალური მრიცხველებიდან იგებენ, რომლის გამართულობა არასდროს არავის შეუმოწმებია.

“ენერგო პრო ჯორჯიას” ჩოხატაურის სერვისცენტრის მენეჯერი, სერგო გეგეშიძე ამბობს, რომ ბახმაროში უკანონო არაფერი მომხდარა და დენის საფასურის გადახდის მათ მიერ შემუშავებული სისტემა მისაღებია:

_ ბახმაროში დაახლოებით, 300-მდე რეგისტრირებული აბონენტია. კურორტზე, პირველ ეტაპზე, ჩაირთო სანატორიუმი _ დაახლოებით 15 ივლისისთვის; მერე, ბაზრის ტრანსფორმატორი და 20 ივლისისთვის _ მოედნის ტრანსფორმატორი. რაღაც ნაწილი ენერგია დახარჯულია ივლისის თვეში. ნაწილი აგვისტოში და სულ დახარჯულმა თანხამ, დაახლოებით, 18 000 ლარი შეადგინა.

_ ბატონო სერგო, ახლა, აბონენტებს ერთ ღამეში 4-3 ლარს სთხოვენ.

_ ბევრი საუბრობს, რომ მხოლოდ ერთ ნათურას რთავს, მაგრამ ვერავინ დამაჯერებს, რომელიმე გადის ტყეში, ეძებს ფიჩხს და ანთებს “ფეჩს”. სუყველა თბება ელექტროქურებით. ელექტროქურის დადგმული მინიმალური სიმძლავრე ორიდან ორ კილოვატნახევრამდეა. სამუშაო ხანგრძლივობა რომ ავიღოთ და ჩავრთოთ მარტო ათი საათი, დაიხარჯება 25 კილოვატი. ეს ფასზე გამრავლებული 4 ლარზე მეტია. თან გაითვალისწინეთ, რომ ეს მხოლოდ ერთი ელექტრო ქურის ხარჯია.

_ თქვენ ამას 10 საათზე ანგარიშობთ, თუმცა ბოლო დღეებში, 10 საათის განმავლობაში დენი პრაქტიკულად არ არის…

_ გუშინ, (საუბარი ჩაწერილია 6 აგვისტოს) გამორთული იყო რამდენიმე საათი, რადგან კომპანია “ნაბეღლავი” მუშაობდა და 10 კილოვატი შემყვანი ხაზი მუშაობის ზონაში იყო. ამიტომ გამოირთო დენი დაახლოებით ორი საათით. ის, რომ ბახმაროს დღის განმავლობაში შეიძლება შეზღუდვა ჰქონდეს 3-4 საათით, პრობლემა არ არის. თან, ყოველდღე ასეთი გამორთვა არ ხდება.

_ ფიქრობთ, რომ ღამით ელექტრო ქურები ყველას ჩართული აქვს?

_ რა თქმა უნდა. აბა, რითი თბებიან?!

_ კი ,მაგრამ, როცა სძინავთ, რატომ ექნებათ ჩართული?

_ არ თქვათ ეგ. ვისაც წყლის გამათბობელი აქვს დენზე შეერთებული, ფიქრობთ რომ თიშავენ?! გამორიცხულია, არ დაიჯეროთ.

_ ის დავიჯეროთ, რომ ნახევრად უშუქო ბახმაროში, ერთი ოჯახი ღამეში 5 ლარს წვავს?

_ უფრო მეტსაც. შარშან ბევრად მეტი იყო. იმის წინ კი, კიდევ უფრო მეტი. გეტყვით ტექნიკურად _ კაბელებს, რომლებიც დაყენებულია დიდი ტრანსფორმატორზე და ჩოხატაურის ცენტრს კვებავს, უყენია კაბელის კვეთი. იმაზე დიდი კვეთი უყენია ბახმაროში, სანატორიუმის ტრანსფორმატორს და ისიც დაწვრილებული. ტვირთისგან კაბელები გახურდა.

_ ეს მხოლოდ ვარაუდია; ამასთან, გადახდისას, აბონენტებს ქვითრებს რატომ არ აძლევენ?

_ ყველა გადახდაზე ქვითარი არსებობს.

_ აბონენტებისთვის არავის მიუტანია…

_ თუ სახლი რეგისტრირებული არ არის, აბონენტზე, ვინც დენს მოიხმარს, იმას რა თქმა უნდა არ ექნება ქვითარი.

_ ანუ მიხვალ, აიღებ ფულს, ჩაიდებ ჯიბეში და წახვალ?

_ არა. ქვითარი ყველა აბონენტს აქვს, რომლის სახლიც რეგისტრირებულია.

_ ბახმაროში ბევრი დაურეგისტრირებელი სახლია…

_ მასეთ სახლს დენი არ უნდა ჰქონდეს.

_ რომ აქვთ და იმათგანაც ფულს იღებენ?

_ იცით რა ხდება?! შეიძლება მეზობელმა მისცა მეზობელს. ანუ ის ადამიანი, ვინც არის რეგისტრირებული, დენს აძლევს მეზობელს და თანხას ერთად იხდიან, რაც წესით დარღვევაა.

_ დაურეგისტრირებელი აბონენტებიდან რომ იღებს დაუდგენელი პირი ფულს და ქვითარს არ აიძლევა, რით ამტკიცებთ, რომ ეს თანხა ბიუჯეტში შევიდა და იმ ვიღაცამ ჯიბეში არ ჩაიდო?

_ დახარჯული ელექტროენერგიის საფასური, აგვისტოს ჩათვლით, დაახლოებით 18 000 ლარამდე, გადახდილია. რაც შეეხება სექტემბერში დახარჯულს, სხვა სიტუაციაა. ახლა ხდება აბონენტების გადინება. ამიტომ, თანხას ახდევინებენ ყოველდღიურად. თანაბარი გადანაწილების პრინციპით.

_ ამას ყაჩაღობა არ ჰქვია?

_ არა. ვინც თანხებს კრებს, აქვთ მინდობილობა. რეგისტრირებული აბონენტებისგან აქვთ უფლებამოსილება, რომ თანხა აკრიფონ და სწორედ ამ ადამიანებს ჩამოაქვთ თანხა ჩვენთან.

_ იცით რომ სხვადასხვა ადამიანები კრებენ თანხას?

_ კი, სხვადასხვა უბანზე სხვადასხვა პიროვნებებია.

_ და ყველას მინდობილობა აქვს?

_ კი. ყველას.

_ თქვენ გინახავთ ნოტარიალურად დამტკიცებული ეს მინდობილობა?

_ ნოტარიუსის წესით დამტკიცებული არა მგონი რომ იყოს, მაგრამ ხელმოწერებით და პირადობის ნომრებით დადასტურებული ყველას აქვს.

_ გაქვთ თქვენ ეს მინდობილობები?

_ კი. რა თქმა უნდა.

_ გვანახებთ?

_ ვერა.

_ ოფიციალურად რომ გამოვითხოვოთ, მაშინაც არა?

_ არა. მასე ვერა, _ “დაგვიკონკრეტა” გეგეშიძემ.

ვერც ასე და ვერც სხვანაირად, მინდობილობები ვერსად ვიპოვეთ. ბახმაროს ე.წ. დირექტორი, საშა წიქარიძე ამტკიცებს, რომ ზედმეტი თანხა არავისთვის გამოურთმევიათ და ჯიბეშიც არავის არაფერი ჩაუდია.

_ ბატონო საშა, ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც დამსვენებლებიდან დენის საფასურს იღებენ? ზოგი ამბობს ანტონ ხუნდაძემ დამავალაო, ზოგი თქვენგან გაგზავნილად მოიაზრება…

_ გამორიცხულია ვინმე ბატონ ანტონს გაეშვა. ტრანსფორმატორები გავასწორეთ 1 სექტემბერს. თუმცა, მოსახლეობა დარჩა და შესაბამისად მოიხმარს ელექტროენერგიას. ამიტომ, თავიდანვე დააწესეს კონტროლი. ნახულობენ რამდენია დაწერილი მრიცხველზე. კრებენ 3-3 ლარს. გადაიანგარიშებენ და თუ არ ყოფნის, ამატებენ.

_ ანუ, მართლაც “ვიღაცეები” არიან?

_ დიახ, თვითონ მოსახლეობა აკეთებს ამას.

_ რაიმე სახის მინდობილობები თუ აქვთ?

_ მაგათ არა, მაგრამ ჩვენს ბიჭებს ჰქონდათ.

_ რა მინდობილები ჰქონდათ “თქვენს ბიჭებს”?

_ მოსახლეობასთან რომ მივდიოდით, ვიწერდით ვინ ცხოვრობდა, პასპორტის ნომერს, საცხოვრებელ მისამართს და ვაწერინებდით ხელს, რომ ჩვენ გვანდობდა ამ ფულის ქსელებში ჩაბარებას. ასეთი პირი ყველა უბანზე იყო.

_ ქვითრებს რატომ არ აძლევდნენ ხალხს?

_ ეძლევა მხოლოდ და მხოლოდ აბონენტებს და იძულებულები ვიყავით ეს გაგვეფორმებინა აბონენტების სახელზე. 156 აბონენტზე.

_ სულ 156 აბონენტია?

_ დიახ. ბახმაროში მეტი არ არის (“ენერგო პრო ჯორჯიაში” კი გაცილებით დიდ ციფრს ასახელებენ. ავტ.) თუმცა, მომხმარებელი გაცილებით მეტი, 400-450 აბონენტია.

_ გამოდის, რომ ქვითარი მხოლოდ 156 ადამიანს აქვს, მიუხედავად იმისა, რომ თანხა თითქმის სამჯერ მეტი ადამიანისგან გაქვთ აღებული. ეს ხომ დანაშაულია… რომ მოითხოვონ ქვითრები, რას იზამთ?

_ დანაშაულის რა გითხრათ. ერთი თეთრი არ იკარგება.

_ ამას რით ამტკიცებთ, როცა ქვითრები არ არსებობს?

_ ხელწერილს ვაძლევთ. ვიცით ვისგან ამოიღეს. ჩაწერილი გვაქვს მისამართი. ვაკონტროლებთ. თუ ვინმეს რამე პრეტენზია ჰქონდა, მივდიოდით და ვამოწმებდით რაიმე არ გაპარულიყო. მაქსიმალურად, რაც შეიძლება დიდი კონტროლი იყო. აგერ არის ფაქტი: მარტო ცენტრში 80 000 კილოვატი დაიწვა ამ სეზონზე. ასეთი დანახარჯი დღემდე არ ყოფილა, _ გვითხრა წიქარიძემ.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელი, თამაზ ტრაპაიძე ამბობს, რომ ბახმაროში მოხმარებული ელექტროენერგიის გადახდის წესი წინააღმდეგობაში მოდის სეწმეკ-ის შესაბამის დადგენილებასთან. იურისტი ფიქრობს, რომ საქმე თაღლითობასთან გვაქვს:

_ რატომ უნდა გაუკვირდეთ ის, რომ მომხმარებელი ეცდება რაც შეიძლება მეტი ელენერგია მოიხმაროს?! მან ხომ წინასწარ გადაიხადა ელენერგიის საფასური 60 ლარის ოდენობით და ბუნებრივია, იგი ეცდებოდა ამ თანხის შესაბამის ელენერგიის მოხმარებას, თუმცა, არა მგონია ეს იმ ხარისხის (რომელიც ვერანაირ სტანდარტებს ვერ პასუხობს) ელექტროენერგიის პირობებში და 20-30 დღის განმავლობაში მოეხერხებინათ. ამასთან, როგორც ჩემთვის ცნობილია, მომხმარებელი იდგა არათანაბარ პირობებში. მაგალითად, ე.წ. ვაკიჯვრის უბნის დასახლებში მცხოვრებთ, შუქთან ერთად სანთელიც ენთოთ. სხვა უბნებს, კი შედარებით უკეთესი ხარისხის ელენერგია ჰქონდათ. თუმცა, 60 ლარზე ნაკლებ მათაც არავინ მიაწოდა შუქი! ამასთან, არის სხვა, არანაკლებ სადაო საკითხები, როგორიცაა ტრანსფორმატორის ჩვენება _ შესაბამისი აქტის არარსებობა, გადახდის ქვითრის არარსებობა.

ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ კურორტ ბახმაროში მოხმარებული ელექტროენერგიის გადახდის წესი ძალზე უცნაურია და წინააღმდეგობაში მოდის სეწმეკ-ის შესაბამის დადგენილებასთან და ბადებს ეჭვს, რომ საქმე თაღლითობასთან გვაქვს. ჩემი აზრით, ამ საკითხით პროკურატურა აუცილებლად უნდა დაინტერესდეს.

და ბოლოს, თუ პრეტენზია გვაქვს, რომ ბახმარო მაღალი დონის კურორტს წარმოადგენს, პირველ რიგში, აქ წყლისა და ელენერგიის პრობლემა უნდა გადაიჭრას. ამასთან, წყალი ყველა ოჯახს ინდივიდუალურად უნდა მიეწოდებოდეს, ხოლო, ელენერგია, შესაბამის სტანდარტებს უნდა პასუხობდეს. მისი საფასურის გადახდის წესი კი, სეწმეკ-ის დადგენილებას, _ გვითხრა ტრაპაიძემ.

საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელი, ლევან ხინთიბიძეც მიიჩნევს, რომ ამ საკითხით პროკურატურა აუცილებლად უნდა დაინტერესდეს:

_ ეს ისეთი ფაქტია, რომლითაც, ვფიქრობ, აუცილებლად უნდა დაინტერესდეს პროკურატურა და საგადასახადო ორგანოები. ელექტრომომარაგების მხრივ, კურორტ ბახმაროში მთელი რიგი დარღვევებისა და უკანონობის კასკადია, რომლითაც მომხმარებლების პირდაპირი ძარცვა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ხდება. მაგრამ თავშივე აღვნიშნავ, რომ მომხმარებელი იძულებულია დაეთანხმოს ზემოთ ნახსენებ კაბალურ პირობებს, რადგანაც მას არჩევანი არ აქვს და არც ამ ამბის გამკითხავია ვინმე.

ჯერ ერთი, სად გაგონილა, რომ ელექტროენერგიის გადასახდელი მომხმარებელს ვარაუდით დაუწესო?! “თურმე, 4-5 ლარს დაწვავს სავარაუდოდ დღეშიო” _ ბატონი სერგო რომ ბრძანებს. ვინმემ იცოდა საერთოდ, რა განრიგით მიეწოდებოდა მას დღის განმავლობაში ელენერგია? სადმე ხდებოდა აღრიცხვა მონაცემებისა ელენერგიის ხარჯვის შესახებ? მერედა ის ელენერგია, რაც მომხმარებელს მიეწოდებოდა, ელექტროღუმელს გაათბობდა?! სხვას რომ თავი დავანებოთ, ყველა ერთნაირად დახარჯავდა ელენერგიას თითოეულს რომ ერთი და იგივე ოდენობის გადასახდელს უწესებდნენ? აქ მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის (საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის მიერ მიღებული ნორმატიული აქტები) უგულვებელყოფასთან ერთად, უბრალოდ, ლოგიკასაც ვერ ვხედავ, გარდა იმისა, რომ მავანმა მიიღოს ცალმხრივი ფინანსური სარგებელი.

ამავდროულად, საინტერესოა რას ფიქრობენ საგადასახადო ორგანოები, რომლებიც, სხვა შემთხვევაში, თითოეულ გადახდაზე ამოუჭრელ საკონტროლო-სალარო აპარატის ქვითარზე 500-ლარიანი საჯარიმო სანქციებით ავსებენ ბიუჯეტს! რა, ბახმაროში საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება?! _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ხინთიბიძემ.

ჩვენ შევეცადეთ ამ საკითხზე კომენტარები პროკურატურისა და საგადასახადო სამსახურის წარმომადგენლებისგანაც მიგვეღო, მაგრამ არც ერთმა უწყებამ საჯაროდ საუბარი არ ისურვა. თუმცა, პირად საუბრებში გვითხრეს, რომ არ არის გამორიცხული, ამ ფაქტზე მოკვლევა დაიწყოს.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

გუბერნატორი დაეხმარება

ჩხარტიშვილი პოლიტიკას უბრუნდება?

ყველა სიახლე

სამართალი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის გია ცინცაძის სასამართლო პროცესი დასრულდა

22:01; 30.01.2026
საზოგადოება

ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა

18:43; 30.01.2026
ფინანსები

Creator-ის გამარჯვებული ცნობილია – უყურეთ პროექტის ფინალურ ეპიზოდს საქართველოს ბანკის YouTube არხზე

18:39; 30.01.2026
მთავარი

საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

17:19; 30.01.2026
სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

17:19; 30.01.2026
საზოგადოება

წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელზე უკანონო მიერთებების ფაქტები გამოვლინდა

17:17; 30.01.2026
პოლიტიკა

“საქმე იმაზე რთულადაა ვიდრე ამის წარმოჩენა უნდათ”- დავით მჟავანაძე

16:44; 30.01.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის ონლაინ ტური გაიმართა

16:35; 30.01.2026
სამართალი

რა ამოიღეს ჩოხატაურის მერის მოადგილის მამის სახლიდან- პროკურატურის ბრალდება ცნობილია

16:06; 30.01.2026
საზოგადოება

რატომ მიუვიდა მოსახლეობას გაზის მაღალი გადასახადი

15:19; 30.01.2026
საზოგადოება

რიკოთის გვირაბში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

15:08; 30.01.2026
პოლიტიკა

ჟორჟოლიანი: საქართველოში საწვავის ფასები ევროპულთან შედარებით საგრძნობლად დაბალია, თუმცა ამის მიუხედავად ვაგრძელებთ მუშაობას საწვავის კომპანიებთან

14:56; 30.01.2026
საზოგადოება

რატომ გაორმაგდა ბუნებრივი აირის გადასახადი, თუ ტარიფი არ შეცვლილა? – ენერგოომბუდსმენის განმარტება

14:44; 30.01.2026
საზოგადოება

“შარაშიძე აივანზე იმყოფებოდა”- რას ამბობს ადვოკატი კონფლიქტზე, რის გამოც ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე დააკავეს

14:32; 30.01.2026
საზოგადოება

გაერთიანებული თსუ-ისა და ტექნიკური უნივერსიტეტების ხელმძღვანელად ლევან იზორია განიხილება

14:11; 30.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო