(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ როგორც ცნობილია, ქალაქის ცენტრში მიმდინარეობს შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა. გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგებისთვის გარკვეული დაფინანსება გამოიყო. მიმდინარე სამუშაოები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ რევაზ ჩიტიძემ ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურებთან ერთად მოინახულა.
სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის შიდა ეზოს რეაბილიტაციისათვის, სამუშაოს შესყიდვის მიზნით, 12 აგვისტოს ჩატარდა ტენდერი, რომელშიც გაიმარჯვა შპს “ქეთურინამ”, სამუშაოები დაიწყო 22 აგვისტოს და ხელშეკრულების შესაბამისად, დასრულდება 15 ოქტომბერს.
ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიასთან ქუჩების რეაბილიტაციისათვის ტენდერში გაიმარჯვა ი.მ. “დათო ჯვართავამ”, სამუშაოები დაიწყო 18 აგვისტოს, ხელშეკრულების შესაბამისად დასრულდება 26 ოქტომბერს. ზემოხსნებული ინდმეწარმე აწარმოებს აგრეთვე ადმინისტრაციული შენობის და არსებული სასტუმროს შენობის მიმდებარე გზების რეაბილიტაციის სამუშაოებს, რომელიც დაიწყო 31 აგვისტოს და დასრულდება 1 ნოემბერს.