(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ 26 მაისს, თბილისში მიმდინარე ოპოზიციის აქციაზე დაშავებული გურულ კონსერვატორთა ლიდერი მაკა კვირკველია მკურნალობის კურსს დღემდე გადის. როგორც ცნობილია, აქციის დარბევის დროს, ლანჩხუთელმა ოპოზიციონერმა ფეხი მოიტეხა. მას რამდენიმე ოპერაცია თბილისშივე ჩაუტარდა: _ ძალიან მძიმედ მქონდა ფეხი. სულ რაღაც ერთი კვირაა, რაც ხელჯოხის დახმარებით სიარული დავიწყე. ჯერ კიდევ მჭირდება დრო, რომ სრულად შევძლო მოძრაობა. ალბათ, თვის ბოლოდან შევუდგები აქტიურ საქმიანობას, _ გვითხრა კვირკველიამ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved